in

BTU-ს კოდინგის სკოლა ბავშვებისთვის iOS დეველოპმენტის შესასწავლად

Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის პროგრამა შეიქმნა.

Apple-ის მიერ შექმნილი სასწავლო მასალა, რესურსები, ინტერაქტიური მეთოდოლოგია და ტექნოლოგია 10 წლიდან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ბენეფიციარებისთვის გახდება ხელმისაწვდომი. სპეციალურად შერჩეული კანდიდატებისთვის Apple-ის მიერ შექმნილი Swift Playgrounds პლატფორმა ამოქმედდება, რომელიც ინტერაქტიური ფაზლებით და სათამაშო პერსონაჟებით, სახალისო მეთოდებით შეასწავლის Swift პროგრამირების საფუძვლებს.

პირველი ჯგუფისთვის კურსი BTU-ს მიერ სრული დაფინანსებით ამოქმედდება და ჩატარდება უნივერსიტეტში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით შექმნილ iOS ლაბორატორიაში.

კურსი ასწავლის არა მხოლოდ პროგრამირებას, არამედ კანდიდატებს სამომავლო საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის Swift-ის მიმართულებით ამზადებს.

Swift პროგრამული ენაა, რომლის გამოყენებით იქმნება მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აპლიკაციები iPhone-ის, iPad-ის, Mac-ის, Apple TV-ის და Apple Watch-ისათვის.

ლაბის ფარგლებში გადამზადებულმა კანდიდატება უკვე შეისწავლეს Xcode IDE-ს გარემოში მუშაობა, Swift პროგრამირების ენა, iPhone-ის და iPad აპლიკაციების შექმნა, აპლიკაციების შესაბამის მოწყობილობებში ტესტირება და აპლიკაციის App Store-ზე განთავსების მეთოდები. აღნიშნული გადამზადებული კანდიდატები ბავშვების სწავლების პროცესში ჩაერთვებიან.

Swift პროგრამირების საფუძვლების კურსი 2022 წლის ოქტომბერში ამოქმედდება და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

[პარტნიორის კონტენტი]

ახალ თხევად რობოტს წვეთებად დაშლა შეუძლია

10 ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ ფოტოების SEO ოპტიმიზაციისთვის