in

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და მაკდონალდს საქართველო სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა (BTU) და მაკდონალდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს განათლებისა და ინდუსტრიის დაახლოებას, სტუდენტთა კარიერული განვითარების მხარდაჭერასა და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას.

აღნიშნულის ფარგლებში პარტნიორები გეგმავენ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სტუდენტებისთვის სტაჟირების და დასაქმების შესაძლებლობების გაზიარებას, ერთობლივი ტრენინგების, ვორქშოფებისა და დასაქმების ფორუმების ორგანიზებას, ასევე კარიერული განვითარების მხარდამჭერი აქტივობების განხორციელებას, მათ შორის მაკდონალდის თანამშრომლებისთვის.

თანამშრომლობა მოიცავს კომპანიაში დასაქმებული პერსონალის გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, უნივერსიტეტის კვლევითი და საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით. ამასთან, კომპანია ჩაერთვება უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა პროექტში, მათ შორის „საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის“ მხარდაჭერაში.

{პარტნიორის კონტენტი]

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, აპრილის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

რას ჭამენ, როგორ ერთობიან ან როგორ სძინავთ ასტრონავტებს? — ფაქტები ISS-ის კოსმოსური ცხოვრებიდან