in

როგორ გადაიყვანა BTU-მ გოგებაშვილის „დედაენის“ ლოგიკა ციფრულ სისტემაში

ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტის პროექტის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გოგებაშვილის ,,დედაენას’’ AI-სთვის გასაგებ, კვლევით მასალად ამუშავებს. „დედაენამ“, რომელიც საუკუნეზე მეტია ქართული ენის ერთერთი მთავარი საყრდენია, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ახალი დატვირთვა შეიძინა. პროექტის ავტორებმა BTUAI-ის დახმარებით, „დედაენისლოგიკა უკვე გადაიყვანეს კოდირებულ სისტემაში.

ხელოვნურმა ინტელექტმა ქართული ენა მხოლოდ სიტყვების დონეზე არ უნდა დაამუშაოს. მან უნდა გაიგოს, როგორ გამოიხატება აზრი და რა სტრუქტურას ეფუძნება ეს პროცესისწორედ ეს გახლავთ ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტის პროექტი. დედაენა გვაჩვენებს, როგორ იწყებს ქართული ენა აზრის აგებას ყველაზე მარტივი ერთეულებიდან: ასოდან, ბგერიდან, მარცვლიდან, სიტყვიდან, წინადადებიდან და პატარა სცენიდან. აღნიშნული ლოგიკა გახდა BTU-სთვის საფუძველი, ქართული ენა AI-ისთვის არა მხოლოდ ტექსტად, არამედ შიდა სტრუქტურის მქონე სისტემად დაენახა. მისი ერთეულებად დაშლით გამოჩნდა, რომ გოგებაშვილის ლოგიკა შემთხვევითი სასწავლო თანმიმდევრობა არ არის. მასში ჩანს ენის აგების მკაფიო გზანიშანი გადადის ბგერაში, ბგერა მარცვალში, მარცვალი სიტყვაში, სიტყვა ობიექტში, ობიექტი წინადადებაში, წინადადება აზრში, აზრი კი კულტურულ მნიშვნელობაში.

დედაენისკოდირებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქართულენოვან AI- სჭირდება არა მხოლოდ მოცულობითი ტექსტური მასალა, არამედ ქართული ენის შიდა სასწავლო ლოგიკა.

BTU- მიერ შესრულებული სამუშაო ამ მიმართულებით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პროექტის ფარგლებში პროცესი აღიწერება ფუნქციურად: რას ასწავლის, რა როლს ქმნის, რა კოგნიტიურ მოქმედებას იწვევს, რა კონტექსტს მოითხოვს და სად შეიძლება შეცდეს AI.

ამგვარად, „დედაენისკოდირება ქართული ენის სიღრმისეული ინფორმაციულმათემატიკური მოდელირების საფუძველი გახდა.

როგორც BTU- მკვლევრები აღნიშნავენ, „დედაენისკოდირება მხოლოდ ტექნიკური პროცესი არ არის. ეს არის მცდელობა, ქართული ენის პირველი სასწავლო სისტემა გადაიქცეს AI-ისთვის გასაგებ სტრუქტურად. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ BTU-სთვის ეს არის ეროვნული მნიშვნელობის პროექტი. უკვე შესწავლილმა ზოსიმეს ტექსტმა აჩვენა, რომ ქართული ენის ღრმა ლოგიკა თავად ენაში უნდა ვეძებოთ. „დედაენამკი დაალაგა ეს ლოგიკა პრაქტიკულადასოდან აზრამდე.

სწორედ ამიტომდედაენისკოდირება არის ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტის ერთერთი მნიშვნელოვანი ეტაპი.

[R]

დღე, რომელსაც ტრადიციად ქცევა სჭირდება

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში