in

ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps  – ახალი სამაგისტრო პროგრამა BTU-ში  

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) რეგიონში უნიკალურ სამაგისტრო პროგრამას ნერგავს. ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი პოზიციაა ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიო მასშტაბით. საქართველოში კი მისი სწავლება აკადემიური პროგრამის ფარგლებში პირველად BTU-ში წარიმართება“.

ინფორმაციული სისტემების მართვა DevOps პროგრამა მიზნად ისახავს, მოამზადოს საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროგრამული ინჟინერიის, ავტომატიზაციისა და ოპერაციული სისტემების სიღრმისეული ცოდნის მქონე პროფესიონალი.

„პროგრამა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც DevOps-ის სპეციალისტები, გარდა ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებისა, პასუხისმგებელი არიან ოპერაციების გაუმჯობესების მიზნით ბიზნესპროცესების ავტომატიზაციაზე, რაც მსოფლიო მასშტაბით, წარმოადგენს მზარდ მიმართულებას. DevOps-ის ინჟინრები ქმნიან და მართავენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სტრუქტურას და უზრუნველყოფენ მომხმარებელთა მხარდაჭერას. კომპანიის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, მათ შეუძლიათ თანამშრომლობა უსაფრთხოების და ექსპლუატაციის ჯგუფებთან.

DevOps-ის მიმართულებით ჯგუფები იზრდება ისეთ წამყვან კომპანიები, როგორებიცაა: Amazon, Netflix, Adobe, Sony Pictures, Target, Walmart, Facebook, Etsy, Nordstrom, Fidelity Worldwide Investment“.

პროგრამაზე მიღება მოხდება 2021-2022 სასწავლო წელს, საერთო სამაგისტრო და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების შედეგად. პროგრამის განმახორციელებლები ჩართულები არიან ტექნოლოგიების სექტორში არსებული მსხვილი ორგანიზაციების ტოპ მენეჯმენტი, პროფესორები საერთაშორისო გამოცდილებით და მოწვეული ლექტორები კომპანიების DevOps დეპარტამენტებიდან.

„პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დასაქმებას წამყვან საინფორმაციო-საკომუნიკაციო კომპანიებში, ფინანსურ დაწესებულებებში, საბანკო და სადაზღვევო სექტორში, სამრეწველო, სატელეკომუნიკაციო, კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო კომპანიებში, კომპიუტერული და ელექტრონიკის სავაჭრო და მომსახურების კომპანიებსა და ასევე ორგანიზაციებში, სადაც ხორციელდება მონაცემთა ცენტრალიზებული დამუშავება. გარდა ამისა, პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ სამართალდამცავ სტრუქტურებში, საჯარისო ნაწილებში, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრებში, უშიშროების, დაზვერვისა და სხვა სპეც. სამსახურებში“.

დამატებითი ინფორმაცია, პროგრამის შესახებ, იხილეთ ბმულზე.

პროგრამით დაინტერესებულ კანდიდატთა რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს.

 

[R]

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაზე ბიზნესიდეების მიღება დაიწყო

ყურსასმენი, რომელიც მომხმარებლის ყურს ყალიბად იყენებს – UE Fits