in

BTU-მ ახალი, ციფრული მარკეტინგის პროგრამის პრეზენტაცია და პანელური დისკუსია მოაწყო

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ (BTU), რომელიც მეხუთე წელია, სტუდენტებს გამორჩეულ სასწავლო პროგრამებს სთავაზობს, ტრადიციას არც ამჯერად ღალატობს და ახალი სასწავლო წლიდან, ციფრული მარკეტინგის აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამას იწყებს. მასზე სტუდენტების მიღება 2022 წელს გამოცხადდება. თუმცა, მანამდე, BTU-მ, პროგრამის პრეზენტაცია გამართა. წარდგენის შემდეგ კი, პანელური დისკუსია მოეწყო.

ციფრული მარკეტინგის პროგრამა „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ენუქიძემ და მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა ანო გოგიჩაძემ წარადგინეს.

ახალი პროგრამის პრეზენტაციასა და დისკუსიას ესწრებოდნენ: კრეატიული სააგენტოების წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პარტნიორები, ციფრული მიმართულების ლიდერები და ამ სფეროს მოწინავე სპეციალისტები. ღონისძიება სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ჩატარდა.

„მნიშვნელოვანია პროგრამის ფარგლებში პარტნიორობა ქართული ციფრულ მარკეტინგულ სააგენტოებთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება წამყვან კომპანიებთან უკვე შედგა, პროგრამის ყველა სტუდენტი, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, სწავლის პერიოდშივე დასაქმდება.

მრავალფეროვანია იმ პოზიციების ჩამონათვალი, რომლებზეც შეუძლია, სტუდენტსა თუ კურსდამთავრებულს მუშაობა: მარკეტერი, ციფრული მარკეტერი, ბრენდ-მენეჯერი, რეკლამის მენეჯერი, ექაუნთ მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერი და სხვ. კურსდამთავრებულის პოტენციური დამსაქმებლები შეიძლება იყვნენ მარკეტინგული და კრეატიული პროექტების შემქმნელი სააგენტოები, მედიაჰოლდინგები, მარკეტინგული კვლევების და მარკეტინგული კონსალტინგის სექტორის კომპანიები, ბანკები, საინვესტიციო კომპანიები და სხვა ნებისმიერ ორგანიზაცია, რომელსაც მარკეტინგის დეპარტამენტი აქვს.

კურსზე ჩარიცხულ სტუდენტებს, ევროპის მრავალი წამყვანი უნივერსიტეტი შესაძლებლობას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ სრულად დაფინანსებულ, გაცვლით პროგრამებში და შეიძინონ ცოდნა იმ დასავლური სტანდარტებისა, რომელიც მათ მსოფლიოში გამოარჩევს“.

 

[პარტნიორის კონტენტი]

CEX.IO Broker ნულოვანი საკომისიოს მქონე, მარჟით ვაჭრობის პირველი პლატფორმა გახდა

რაც არ უნდა მოხდეს, BMW თქვენს დასახმარებლად მზადაა!