in

BTU-ს ორგანიზებით, გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ჯანდაცვის ტექნოლოგიები“

დისკუსიაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები

საერთაშორისო პანელური დისკუსიების სერია „ინიციატივა 5.0“-ის ფარგლებში, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა“, პანელურ დისკუსიას – „ჯანდაცვის ტექნოლოგიები“ უმასპინძლა.

ღონისძიებაზე BTU-ს აფილირებულმა პროფესორმა ნინო მიქავამ წარადგინა კვლევა „ელექტრონული ჯანდაცვის შესაძლებლობები საქართველოში“, Werlfare Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სიმონ გაბრიჭიძემ კი კვლევა – „საქართველოში დიაბეტის ეფექტური მართვისთვის ციფრული ტექნოლოგიების საჭიროების შეფასება“.

ღონისძიება მოიცავდა პანელურ დისკუსიებსაც, რომლებშიც BTU-ს პარტნიორი ორგანიზაციები, მკვლევრები, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ:

  • რან გიდორი – ისრაელის ელჩი საქართველოში
  • თამარ უგულავა – UNICEF-ის ჯანმრთელობის მიმართულების ხელმძღვანელი საქართველოში
  • ნინო მიქავა – BTU-ს აფილირებული პროფესორი
  • ნინო ესაკია – ევროკავშირის EU4DIGITAL ქვეყნის კოორდინატორი
  • მარინა ჩიხაშვილი – ჩეხეთის კარიტასის სპეციალისტი, ექსპერტი
  • ირაკლი სასანია – MyDoc-ის დამფუძნებელი
სიმონ გაბრიჭიძე

„ერთ-ერთი საკითხი, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ გაეროში, არის ჯანდაცვის დიგიტალიზაცია. მაშინ, როდესაც, ტექნოლოგიის ხაზი ავაწყვეთ, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ბიზნესპროცესების ცოდნა არ გაკმაყოფილებს. საჭიროა, იმ შეგროვებული მონაცემები მოწმდებოდეს, ეს მონაცემები ციფრულდებოდეს და ამით ვიღებდეთ გადაწყვეტილებებს. თუ ეს ჯაჭვი ბოლომდე არ აეწყო, თავისთავად, აზრს კარგავს ის პროდუქტი, რაც შექმენი. რაც უფრო მეტსა და ფართოდ ვისაუბრებთ ჯანდაცვის ტექნოლოგიების შესახებ, ის სიმდიდრე, რაც გაგვაჩნია მონაცემების სახით, უფრო დიდ განვითარებაში დაგვეხმარება. აქედან გამომდინარე, გვსურს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული მსგავსი ტიპის დიალოგებში, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ჯანდაცვის ტექნოლოგიების განვითარებას“, – ამბობს თამარ უგულავა.

„ზოგადად, გაციფრულებასა და ციფრული სერვისების დანერგვას დიდი პოტენციალი აქვს როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში და ეს პოტენციალი ბოლომდე არ არის გამოყენებული. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზება, რადგან ეს პლატფორმა გვაძლევს საშუალებას, წარმოვაჩინოთ თითოეული დაინტერესებული პირის აზრი და ხედვა. როგორც იცით, ელექტრონული ჯანდაცვა არ არის ცალკე განყენებული სექტორი და საჭიროებს უფრო ფართოდ განხილვას, მათ შორის: როგორც ელექტრონულ სერვისად აღქმას. აქედან გამომდინარე, ის პროექტი, რასაც ქვეყანა ამზადებს, არის მეტად მნიშვნელოვანი. საუბარია „ციფრული საქართველოს“ სტრატეგიაზე, რომლის ნაწილიც იქნება ელექტრონული ჯანდაცვაც. მეორეს მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროც მუშაობს საკუთარ ხედვაზე – 2025, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება ჯანდაცვის გაციფრულება და აღნიშნული ორი პროცესი მოგვცემს საფუძველს იმისთვის, რომ დამტკიცდეს ელექტრონული ჯანდაცვის განხორციელების გეგმა. სტრატეგიის დაგეგმვის პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება ყველა დაინტერესებული პირის ხედვა და დისკუსიები მოგვცემს საშუალებას, განვიხილოთ საკითხი სხვადასხვა ჭრილში“, –  ამბობს ნინო ესაკია.

რან გიდორი და თამარ უგულავა

„კონფერენცია „ინიციატივა 5.0“ მიზნად ისახავს საერთაშორისო ექსპერტიზისა და უახლესი ტენდენციების, მიღწევებისა თუ კვლევის შედეგების გაზიარებას ყველა იმ სექტორში, რომელიც ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკისა და ციფრული მმართველობის განვითარებას საქართველოში“.

BTU-ს სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად, უნივერსიტეტის მიზანია, საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარებაში მონაწილეობა, ბიზნესის სხვადასხვა სექტორში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერა. ამ გეგმის განხორციელებისთვის, რამდენიმე თვის წინ, უნივერსიტეტმა ინიცირება გაუკეთა პროექტს „ინიციატივა 5.0“, რომელიც აერთიანებს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებს, სხვადასხვა კვლევების, პროექტების და ღონისძიებების სახით. აღნიშნული სფეროებია: ფემტექი, მედიატექი, სამართლის ტექნოლოგიები, ფინანსური ტექნოლოგიები განათლების ტექნოლოგიები, ჯანდაცვის ტექნოლოგიები, მწვანე ტექნოლოგიები, მეწარმეობა, კულტურის ტექნოლოგიები, აგრარული ტექნოლოგიები და სხვ.

Covid-19-ის პანდემიამ თვალსაჩინო გახადა ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში ინტეგრირების საჭიროება და იმ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანას აღნიშნული პროცესში.

პანელური დისკუსიების სერია „ინიციატივა 5.0“, 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ ჩატარდება.

 

[R]

რისთვის არის საჭირო ორგანიზაციაში “ერთობის” კულტურის ჩამოყალიბება?

„სიყვარული სადღაც კიდევ არსებობს“ – BETS-ის ნამუშევარი