18-21 ნოემბერს BTU-ს სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის კიბერ ჰიგიენის ჰაკათონი „DOGGO 1.0“ ჩატარდა. ჰაკათონის მთავარი მიზანი ისეთი სისტემის შექმნა იყო, რომელიც ბავშვებს ინტერნეტში არსებული სახიფათო და არარელევანტური საიტებისგან დაიცავს.
შესაბამისად, მონაწილეებმა ძაღლის (ნაგაზის) სახით შექმნილი სისტემები წარმოადგინეს, რათა ეკრანებსა და ვებგვერდებზე გამოჩენილიყო და ერბინა. შინაარსობრივი კატეგორიებიდან და რეპუტაციიდან გამომდინარე კი თითოეული მათგანი სხვადასხვა ქმედებას ასრულებდა.
ჰაკათონის შედეგები კი ასე გადანაწილდა:
I ადგილი – 5 000₾ + პროექტის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება: LogN — დავით შაინიძე, ბადრი ონიანი და გიორგი სანოძე.
II ადგილი – 3 000₾ + პროექტის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება: Obelix Team — ირაკლი მოდებაძე, ნიკოლოზ გაბაშვილი, გიორგი გიორგობიანი და გიორგი ჩოკოშვილი.
III ადგილი – 2 000₾ + პროექტის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება: Cyber Doge — გიორგი თამარაშვილი, ივერი ჯაჯანიძე, საბა გოცირიძე და ლიზი ჩხეიძე.