in

BTU-სა და EKIMO-ს მიერ ჩატარებული HealthTech ჰაკათონის გამარჯვებულები ცნობილია

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და სტარტაპ EKIMO-ს ორგანიზებით, 19-20 აპრილს, სტუდენტებისთვის HealthTech ჰაკათონი ჩატარდა. ჰაკათონის თემატიკა მოიცავდა – ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის პერსონალური ასისტენტის შექმნას მობილური აპლიკაციის გამოყენებით. ჰაკათონში მონაწილეობას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას.

bog
bog-mob

ჰაკათონის მიმდინარეობისას გუნდებს სპეციალურად მოწვეული მენტორები,  დიმიტრი ჯანელიძე და სოსო კუპრაშვილი, ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევდნენ, ხოლო კომპეტენტურმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა:

I ადგილი – აპლიკაცია, რომელიც ავტომატურ რეჟიმში ითვლის წნევას, BMI-ის, ახორციელებს მის მონიტორინგს და მომხმარებელს აძლევს განახლებულ რეკომენდაციას ჯანსაღ ცხოვრებასთან დაკავშირებით

  • სანდრო კიკნაძე – BTU
  • ალექსანდრე გალოგრე-ბარამიძე – BTU
  • ქეთევან ქუფარაშვილი – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი

II ადგილი – ჯანსაღი კვების, აქტივობებისა და წნევის მონიტორინგის აპლიკაცია

  • შიო ანდღულაძე – BTU
  • გიო მამაგულაშვილი – BTU
  • ქეთი ჩახნაშვილი – დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი

III ადგილი – აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, აღრიცხოს წამლის მიღების პროცესები და გააკონტროლოს ჯანმრთელობა ციფრულად

  • მერაბ მუმლაური – BTU
  • გიგა სულხანიშვილი – BTU
  • ზვიად ბიბილაშვილი – გეომედი
  • იონა ბართიშვილი – BTU

გამარჯვებული გუნდები მიიღებენ ფულად ჯილდოს და შესაძლებლობას, განავითარონ პროექტი სტარატაპ EKIMO-სთან ერთად:

  • I ადგილი – 5000 ლარი
  • II ადგილი – 3000 ლარი
  • III ადგილი – 2000 ლარი

მონაწილეების იდეები მოწვეულმა ჟიურიმ შეაფასა:

  • ირაკლი მირზიკაშვილი – CEO, EKIMO
  • სოსო კუპრაშვილი – PO, EKIMO
  • სოსო ფიფია – CEO, VABACO
  • სალი კვირკველიძე – CMO, EKIMO
  • ნინო მიქავა – BTU-ს ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის ასოციაციის დირექტორი

EKIMO ჯანმრთელობაზე ზრუნვის პლატფორმაა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, მათთვის საჭირო თუ სასურველი პროდუქტი და მომსახურება ერთი სივრციდან, დისტანციურად, მიიღონ. ჰაკათონის მთავარი მიზანია, EKIMO-ს პლატფორმა გახდეს პერსონალური ასისტენტი ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, რომელიც, თავის მხრივ, პრევენციული მკურნალობის სერვისი იქნება მათთვის.

[პარტნიორის კონტენტი]

Zoom თქვენს ჟესტებს ამოიცნობს

ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი სტუმრად ქართული შესაფუთი მასალების საწარმოში