in

„ციფრული ეკონომიკა და პანდემია“ბიზ – BTU საერთაშორისო კონფერენციას, EUMMAS-თან პარტნიორობით, ჩაატარებს

2 ივლისს, საერთაშორისო კონფერენცია – „ინიციატივა 5.0“ ციფრული ეკონომიკა და პანდემია – ჩატარდება. ღონისძიება „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ (BTU) ორგანიზებით და ევროპის მარკეტინგის და მენეჯმენტის ასოციაციის (EUMMAS) აკადემიურ კონსორციუმთან პარტნიორობით გაიმართება.

კონფერენციაში მონაწილეობენ: BTU-სა და პარტნიორი საერთაშორისო უნივერსიტეტების მკვლევრები, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ასოციაციებისა და ორგანიზაციების წევრები და სხვა დაინტერესებული პირები. ღონისძიებაზე, კვლევების პრეზენტაციას ჩაატარებენ, ადგილობრივი თუ საერთაშორისო უნივერსიტეტების მკვლევრები.

„ინიციატივა 5.0“ პანელური დისკუსიების სერიას, 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“ უმასპინძლებს, შემაჯამებელი ინგლისურენოვანი კონფერენცია ციფრული ეკონომიკა და პანდემია დისტანციურ ფორმატში 2 ივლისს, ევროპის მარკეტინგის და მენეჯმენტის ასოციაციის (EUMMAS) აკადემიურ კონსორციუმთან პარტნიორობით ჩატარდება.

კონფერენცია მიზნად ისახავს საერთაშორისო ექსპერტიზისა და უახლესი ტენდენციების, მიღწევებისა თუ კვლევის შედეგების გაზიარებას ყველა იმ სექტორში, რომელიც ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკისა და ციფრული მმართველობის განვითარებას საქართველოში.

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად, უნივერსიტეტის მიზანია, საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარებაში მონაწილეობა, ბიზნესის სხვადასხვა სექტორში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერა. აღნიშნული გეგმის განხორციელებისთვის, უნივერსიტეტმა ინიცირება გაუკეთა პროექტს ,,5.0’’ რომელიც აერთიანებს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებს, სხვადასხვა კვლევების, პროექტების და ღონისძიებების სახით. ეს სფეროებია: FEMTECH, MEDIATECH, LAWTECH AND LEGALTECH, FINTECH, EDTECH, AGRITECH, CULTURETECH, HEALTHTECH, GREENTECH, ENTREPRENEURSHIP.

პანელურ დისკუსიებზე დამსწრეთა რეგისტრაცია, მიმდინარეობს სპეციალურ ბმულზე.

 

[R]

„აქ ყველაფერი ექსკლუზიურია“ – ძველი თბილისური ბაზრის თანამედროვე ალტერნატივა

რა არის ფიშინგი და როგორ მოქმედებენ კიბერ-თავდამსხმელები?