in

BTU ფინტექის მიმართულებით ჰაკათონს, „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით ჩაატარებს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) ინიციატივა 5.0-ის ფარგლებში, ფინტექის მიმართულებით ჰაკათონს ჩაატარებს. ჰაკათონი “Fintech Integrator“ ინიციატივა 5.0–ის ფარგლებში ფინტექის მიმართულებით დაგეგმილი აქტივობებს შორის ერთ-ერთი ღონისძიებაა. ჰაკათონი 13–14 მარტს გაიმართება და მასში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლება.

ჰაკათონი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და  „საქართველოს ბანკის“ პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდება.

ჰაკათონამდე გაიმართება ვებინარები და ტრენინგები. დაგეგმილი ღონისძიების მიზანია, მეტი ადამიანი დაინტერესდეს და მიიღოს ინფორმაცია მსოფლიოს მოწინავე ტრენდებისა და ტენდენციების შესახებ ფინტექის მიმართულებით.

ღონისძიებებს ფინანსების მიმართულებით მოწინავე კომპანიები ჩაატარებენ. მათი განრიგი კი ასეთია:

  • ვებინარი „დღევანდელი მსოფლიო ტენდენციები ფინტექში“, ჩაატარებს Savvy
  • ტრენინგი „რა სჭირდება FinTech სტარტაპს წარმატებისთვის?“, ჩაატარებს Emoney
  • ვებინარი „გოგონები FinTech-ში“, ჩაატარებს QuickCash
  • ვებინარი „Fintech ტენდენციები საქართველოში“მ ჩაატარებს Optio AI

ჰაკათონზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ჰაკათონის გარდა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ფინტექის მიმართულებით არაერთ აქტივობას გეგმავს. მათ შორისაა: კვლევები, განახლებული სასწავლო მოდული, პროექტები, ტრენინგი და ვორკშოპები.

ეს ყველაფერი ინიციატივა 5.0–ის ფარგლებში განხორციელდება.

 

[პარტნიორის კონტენტი]

nikoloz markozashvili

გააზრება, გაცნობიერება, გაგება – ბიზნესის ახალი პარადიგმა

Boston Dynamics-მა რობოტ ძაღლს მკლავი დაუმატა