in

BTU და საქართველოს ეროვნული მუზეუმი Centrica-ს მასტერკლასს უმასპინძლებენ

ფლორენციული უფიცის მუზეუმის გაციფრულების შემდეგ, წამყვანი იტალიური ტექბრენდი Centrica საქართველოში მასტერკლასს გამართავს. მასტერკლასი ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე პირებისთვის, 2021 წლის 18 მაისს გაიმართება.

და ვინჩის, ჯოტოს, კარავაჯოს და სხვა მხატვრების მიერ შექმნილი 1000-ზე მეტი უნიკალური ხელოვნების ნიმუშის ვირტუალურ გარემოში ინტეგრირება და ინოვაციური გამოცდილების შეთავაზება დამთვალიერებლისთვის, ის პროექტია, რომლითაც კომპანიამ სახელი გაითქვა. ინტერაქტიული სისტემების და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფართო ეკრანებზე შექმნილი პროექციები საგანმანათლებლო მიზნისთვის იქმნება და კულტურის მოწინავე ტექნოლოგიად მიიჩნევა.

Centrica-ს მასტერკლასი “A Digital Experience with Art&Culture” საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდება. მონაწილეთა შორის მოწვეული იქნებიან წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქსელიდან, სხვადასხვა გალერეებიდან, კომპანიები ხელოვნების, კულტურის და ტექნოლოგიების სფეროდან.

 ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს მითითებულ ბმულზე

 

[R]

იტალიაში მამაკაცი სამსახურის მიტოვებიდან 15 წელი კვლავ იღებდა ანაზღაურებას

ვის ეკუთვნის ლოგო? – Chanel-მა Huawei-სთან სასამართლო დავა წააგო