ბიზნესისა და ტექნოლოგების უნივერსიტეტი Apple-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრი გახდა და მას მიენიჭა სახელი „Apple-ის ავტორიზებული ტრენინგცენტრი განათლებისთვის“ (AATCE).
სასწავლო ცენტრები, რომლებიც Apple-ს სხვადასხვა ქვეყანაში აქვს, ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ლექტორებისა და სტუდენტებისთვის უმაღლესი ხარისხის განათლების მიწოდება. პარტნიორი სასწავლო დაწესებულებები კი საგულდაგულოდ არის შერჩეული Apple-ის სტანდარტების შესაბამისად და ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა: შესაბამისი ტექნოლოგიური აღჭურვილობა, აკადემიური პერსონალი, სასწავლო კურსები და ინფრასტრუქტურა.
AATCE სტუდენტებს სთავაზობს ტრენინგებს Apple-ის სერტიფიცირებული ტრენერებისგან. კურიკულუმი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს დეველოპმენტის ნაწილსაც. შესაბამისად, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ამ მიმართულებით განავითარონ საკუთარი კარიერა და გახდნენ iOS აპლიკაციების ეკოსისტემის ნაწილი. 2008 წელს, App Store-ის გაშვების შემდეგ, iOS აპლიკაციები ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად სფეროდ იქცა. ის ფინანსური განვითარების დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს სხვადასხვა ზომის ანტრეპრენერებს.
BTU-ში iOS ლაბორატორია USAID-ის საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით 2021 წელს გაიხსნა. ის საშუალებას აძლევს სტუდენტებს, ლექტორებს სტარტაპებსა და ბენეფიციარებს, ისარგებლონ უნივერსიტეტის სრულად აღჭურვილი iOS ლაბორატორიით.
სწორედ აღნიშნულ ლაბში განხორციელდა 6-თვიანი უფასო გადამზადების კურსები iOS და Android-ის მიმართულებით, რომელიც მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას და სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი მიმართულებით (iOS/Android) საერთაშორისო სერტიფიცირებას. კურსების მიზანია, შეასწავლოს მონაწილეებს ახალი ტექნოლოგიები და ხელი შეუწყოს მათ ციფრულ სამყაროსთან დაახლოებას Mobile App Development-ის მიმართულებით.
აღნიშნული ლაბი BTU-ში, სტუდენტებს, პროფესორებს, სტარტაპებს ინოვაციური პროექტების განხორციელებაში ეხმარება.
BTU IOS LAB-ში სრული დაფინანსებით საბავშვო კოდინგის პროგრამის 4 თვიანი კურსი ჩატარდა, რომელიც Apple-ისთვის პროგრამული ენის შესწავლას ისახავს მიზნად.
პროექტის ფარგლებში, დამწყებთათვის ამოქმედდა Apple-ის მიერ შექმნილი Swift Playgrounds პლატფორმა, რომელმაც მათ ინტერაქციული ფაზლებითა და სათამაშო პერსონაჟებით, სახალისო ტექნიკებით შეასწავლა Swift პროგრამირების საფუძვლები.
BTU iOS-ს LAB-მა Apple-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრის სახელი StrategEast-სთან პარტნიორობით მოიპოვა.
[პარტნიორის კონტენტი]