in

Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის პროგრამის გადამზადების კურსი ჩატარდა

BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის პროგრამის კურსი ჩატარდა, ის Apple-ისთვის პროგრამული ენის შესწავლას ისახავს მიზნად. კურსი BTU-ს მიერ სრული დაფინანსებით ჩატარდა უნივერსიტეტში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით შექმნილ iOS ლაბორატორიაში. დამწყები კანდიდატებისთვის, Apple-ის მიერ შექმნილი Swift Playgrounds პლატფორმა ამოქმედდა, რომელიც ინტერაქტიური ფაზლებით და სათამაშო პერსონაჟებით, სახალისო ტექნიკებით შეასწავლის Swift პროგრამირების საფუძვლებს.

Apple-ის მიერ შექმნილი სასწავლო მასალა, რესურსები, ინტერაქტიური მეთოდოლოგია და ტექნოლოგია 10 დან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ბენეფიციართათვის იყო ხელმისაწვდომი. პირველ ნაკადზე მოხდა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეების გადამზადება. კურსი  ხანგრძლივობა 3 თვე იყო და მის ფარგლებში ბენეფიციარები Swift-ის მიმართულებით სამომავლო საერთაშორისო სერტიფიცირებისთვის მოემზადნენ.

 

Google-მა AI ვიდეო გენერატორი შექმნა — რა შეუძლია მას?

ახალი რეინჯერი ყოველთვის უნდა გამოცადოთ, როგორც ახალი ჯინსი