in

BTU-ს IT ბანაკში აბიტურიენტების რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოში მცხოვრები ყველა აბიტურიენტისთვის, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე გეგმავს ჩაბარებას, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 1 თვიან IT ბანაკს გამართავს.

ბანაკის ფარგლებში, აბიტურიენტები შეისწავლიან ტექნოლოგიების სფეროს სხვადასხვა მიმართულებებს:

  • პროგრამირება და ვებ დეველოპმენტი:
  • მონაცემთა ანალიტიკა და ხელოვნური ინტელექტი:
  • Microsoft Excel, Word და PowerPoint:
  • კიბერუსაფრთხოება, ქსელები და სისტემების ადმინისტრირება:
  • პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება და ტესტირება:
  • ციფრული დიზაინი:

ასევე, აბიტურიენტები გაივლიან კარიერულ გადამზადებას, ისწავლიან როგორ იპოვონ პირველი სამსახური ტექნოლოგიების სფეროში, გაიცნობენ წამყვანი IT კომპანიების აღმასრულებელ გუნდებს, ფრილანსერებს და სფეროს სპეციალისტებს, ისწავლიან დამსაქმებელთან მოლაპარაკებების წარმოებას, იმისთვის, რომ იპოვონ მაღალანაზღაურებადი სამსახური, ყველაზე სწრაფად მზარდ სფეროში მსოფლიოში.

ბანაკში მონაწილეობის მისაღებად და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

[R]

DIY ტრენდები — როცა ჰობი ცხოვრების წესი ხდება

აი, როგორ აპირებს IKEA საოცნებო საძინებლების შექმნას