in

BTU-ს მეწარმეობის ცენტრის ახალი წამოწყება – ინოვაციური სერვისები ეკოსისტემისთვის

ბაზრის ანალიზი, ბიზნესგეგმის შედგენა, Pitch Deck-ის მომზადება, ფინანსური და საგრანტო დოკუმენტაციის შემუშავება, ინვესტორებთან კომუნიკაცია და სხვა – ეს იმ კომერციული სერვისების ჩამონათვალია, რომლებიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების მეწარმეობის ცენტრში ყველა დაინტერესებული პირისთვის ინდივიდუალურად იქნება ხელმისაწვდომი.

ამიერიდან აღნიშნულ სერვისებზე წვდომა ექნებათ არა მხოლოდ სტარტაპებს, მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებსა და კომპანიებს, არამედ ყველა დაინტერესებულ პირს, რომელიც საკუთარი სტარტაპის/ბიზნესის შექმნასა და განვითარებაზე მუშაობს.

მეწარმეობის ცენტრის ბენეფიციარებს, სპეციალურად შერჩეული ექსპერტები და მენტორები დაეხმარებიან, რომლებიც  თავადაც წარმატებული სტარტაპის დამფუძნებლები არიან და საერთაშორისო ასპარეზზე საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

მეწარმეობის ცენტრი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და მსოფლიოს უმაღლეს რეიტინგში მყოფი, ჰენლის მეწარმეობის ცენტრის პარტნიორობით, 2019 წელს გაიხსნა. ცენტრის მიზანია, გაზარდოს მეწარმეთა განვითარებისა და ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობა, ჩაატაროს კვლევები, ხელი შეუწყოს ეკოსისტემის ინტერნაციონალიზაციასა და ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებას.

2021 წლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი MIT-ს Martin Trust Center-ის წევრი გახდა. შეთანხმება ქვეყანაში სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, სტარტაპების მხარდაჭერასა და ინოვაციური პროცესების სტიმულირებას გულისხმობს.

BTU-ს მეწარმეობის ცენტრის ახალი სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.

[პარტნიორის კონტენტი]

მეცნიერებმა 20 მილიონი წლის წინ გაუჩინარებული მეგაფილა აღმოაჩინეს

Google რეკლამის გაზომვის ახალ ხელსაწყოს უშვებს