in

MIT-ს რეზიდენტი Angel ინვესტორი, BTU-ში, ქართველ ინვესტორებთან შესახვედრად ემზადება

საქართველოში, სტარტაპში ინვესტირების კულტურის გასაძლიერებლად, BTU-მ მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტის, MIT-ს რეზიდენტი Angel ინვესტორის მასტერკლასი დაგეგმა.

bog
bog-mob

ჟან ჰამონი, ქართველი ინვესტორებისა და სტარტაპებისთვის, სპეციალურ მასტერკლასს 20 მაისს, 18:00 საათზე გამართავს.

ჟან ჰამონი აქტიური Angel ინვესტორია, რომელიც აშშ-ს სტარტაპ ეკოსისტემის უმაღლესი ჯილდოს, Hans Severiens Award-ის მფლობელია. მისი დაფუძნებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი აქსელერატორი LearnLaunch, Edinno, Quarry Technologies და AXON Networks. ჟან ჰამონის, როგორც სერიული ანტრეპრენერის 20 წლიანი გამოცდილება მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებას, Launchpad Venture Group-ის და Hub Angels-ის წევრობას და სხვა მრავალ აქტივობას ითვლის.

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ MIT-ს სამეწარმეო ქსელში, Martin Trust Center-ში გაწევრიანების შემდეგ, მასტერკლასზე დასწრება თავისუფალი იქნება ყველა რეგისტრირებული სტარტაპისა და ინვესტორისთვის. მასტერკლასის თემაა „ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპების დაფინანსების ფორმები, მათი საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაცია და განვითარება“.

გლობალური სტარტაპ ფონდი BTU-ში დაფუძნებული ერთეულია, რომელიც ისრაელის „სილიკონ ვადის“ Angel ინვესტორებთან პარტნიორობით დაფუძნდა. დღეს, ფონდი აერთიანებს ინვესტორებს აშშ-დან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და ახლა უკვე საქართველოდანაც. ფონდის მხარდამჭერია „საქართველოს ინოვაციებსა და ტექნოლოგიების სააგენტო“ (GITA). ფონდის პარტნიორია „თიბისი სტარტაპერი“, რომელმაც სტარტაპებისთვის ფინანსებთან წვდომის ხელშეწყობისთვის სპეციალური საინვესტიციო სესხი შექმნა.

მასტერკლასზე დამსწრეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.

 

[პარტნიორის კონტენტი]

[ქეის სთადი] : გაიგეთ, როგორ შეიქმნა ექსპერიმენტული ღვინო, რომელსაც დღის შუქი არ უნახავს

ველოსიპედების „სასაფლაო“ – დამტვრეული და გაფუჭებული ველოსიპედების „მთები“ ჩინეთში