in

ბიზნესლიტერატურის მსოფლიო ბესტსელერი ქართულ ენაზე – BTU-მ მეწარმეობის სახელმძღვანელო წარადგინა

MIT-ში შექმნილი სახელმძღვანელო Disciplined Entrepreneurship ქართულ ენაზე სწორედ BTU-მ გამოსცა 

„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ მეწარმეობის ცენტრმა, მსოფლიო ბესტსელერი, MIT-ის პროფესორის, ბილ ოლეტის ავტორობით შექმნილი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე გამოსცა.

წიგნი „გამართული ანტრეპრენერობა: 24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად’’ მსოფლიოს 21 ენაზეა ნათარგმნი და 200-ზე მეტ ქვეყანაში იყენებენ სტარტაპები, დამწყები მეწარმეები, მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები, ბიზნესაქსელერატორები და ინკუბატორები. წიგნი თანმიმდევრულად აღწერს იმ საფეხურებს, რომელიც ანტრეპრენერმა ბაზრის სეგმენტაციიდან, პროდუქტის გეგმის შემუშავებამდე უნდა გაიაროს, წარმატებული სტარტაპი რომ შექმნას. სახელმძღვანელო, რომელიც სრულად ცვლის წარმოდგენას სამეწარმეო საქმიანობის შესახებ,  ბილ ოლეტმა შექმნა. ის MIT-ს მეწარმეობის ცენტრს ხელმძღვანელობს, არის ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, კომპანია IBM-ის ტოპ მენეჯმენტის ყოფილი გუნდის წევრი, სერიული მეწარმე, მრავალმილიონიანი საინვესტიციო პორტფელით, არაერთი საერთაშორისო ჯილდოსა და აღიარების მქონე ბესტსელერი წიგნების ავტორი. 2021 წელს, აშშ-ში, ბილ ოლეტს წლის სამეწარმეო განმანათლებლის სპეციალური ჯილდო მიენიჭა.

წიგნის გამოცემის შესახებ შეთანხმება „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა“ და „მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტის“ (MIT) პარტნიორობის შედეგად მოხდა, მას შემდეგ, რაც BTU MIT-ს უმსხვილესი სამეწარმეო ქსელის, Martin Trust Center-ის წევრი გახდა.

წიგნი, ქართულ ენაზე, ითარგმნა და გამოიცა „პალიტრა L-თან“ და „ლურჯ ოკეანესთან“ თანამშრომლობით, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ ინიციატივით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამის ფარგლებში.

 

[R]

ლევან ქოქიაშვილი

ლევან ქოქიაშვილი – #პირველისამსახური

ახალი კვლევა – კატები წარმოსახვით ყუთებშიც ჯდებიან