in

BTU-მ სტარტაპებს MIT-ის GENAI კვლევით პლატფორმაზე უფასო წვდომა გაუხსნა

გენერაციული AI-ს მეშვეობით, MIT-ს მიერ შექმნილი კვლევის უპრენდენტო პლატფორმა
ORBIT, ქართული სტარტაპებისთვის ხელმისაწვდომი ხდება.

MIT-ს პროფესორმა და ORBIT-ის შემქმნელმა, დაგლას უილიამსმა BTU-ში სტარტაპებისთვის მასტერკლასი ჩაატარა. ORBIT ახალი, ინოვაციური პროდუქტია, რომელიც აერთიანებს MIT-ს ცოდნის ბანკს, 5000-ზე მეტ სამეცნიერო სტატიასა და სახელმძღვანელოს, მეწარმეობის 200-ზე მეტ კურსს, ლიტერატურასა და წყაროებს დახურული სამეცნიერო და საინფორმაციო ბაზებიდან. პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს სტარტაპებს, გენერაციული AI-ს დახმარებით დაგეგმონ განვითარებისა და სხვადასხვა ბაზრის ათვისების სტრატეგია, შექმნან ბიზნესმოდელი, რომელიც ეფუძნება ბილ ოლეტის ,,24 ნაბიჯს წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად’’, დაუკავშირდნენ და დაიწყონ პარტნიორობა MIT-ში დაფუძნებულ სტარტაპებთან, ისარგებლონ რეზიდენტი მეწარმეების (EIRs – Entrepreneurs in Residence) მიერ შემუშავებული რესურსებით და სხვა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, MIT ORBIT-ის პლატფორმის გამოყენებით, უკვე იქმნება უნიკალური, სექტორული ანალიტიკის მასალა, კვლევითი ანგარიშები და სტატიები სხვადასხვა დარგის განვითარების პროგნოზების შესახებ, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ORBIT-ის დახმარებით, კიდევ უფრო იზრდება BTUAI-ს კვლევითი პოტენციალი, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენაზე ქმნის დარგობრივ ანალიტიკას და სტატიებს, საგანმანათლებლო პროდუქტებს, თანამედროვე ბიზნესქეისებს და მულტიმედია მასალას.

MIT ORBIT-ზე წვდომა გაეხსნება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს და პროფესორს, აგრეთვე ყველა სტარტაპს, რომელიც თანამშრომლობს BTU-ს მეწარმეობის ცენტრთან.

[პარტნიორის კონტენტი]

Google-მა Material 3 Expressive ოფიციალურად წარადგინა!

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით