in

ტექნოლოგიები ქვეყნის სტრატეგიულ სექტორებში – ციფრული ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის BTU „ინიციატივა 5.0“-ს იწყებს

BTU-ს „ინიციატივა 5.0” საქართველოში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებას, რეგიონში ციფრული დომინირების მოპოვებასა და ტექნოლოგიების მოწინავე სექტორებში ინტეგრირების სტიმულირებას გულისხმობს. ამ მიზნით, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, BTU მასშტაბურ პროექტებს ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში განახორციელებს, როგორებიცაა განათლება, ჯანდაცვა, ფინანსები, სოფლის მეურნეობა, მწვანე ტექნოლოგიები, კულტურის, მედიის ტექნოლოგიები და სხვა“. 

(BTU) ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 2016 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის სტიმულირება, ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებში ტექნოლოგიების ინტეგრირება და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მხარდაჭერაა. უნივერსიტეტის დაფუძნების წელს, დავოსში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე, პირველად გაჟღერდა მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ახალი ეპოქა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის, ნივთების ინტერნეტის, ბიოტექნოლოგიების, ვირტუალური რეალობის და სხვა ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით სწრაფად შეცვლიდა მსოფლიოს.

„BTU-ს ხედვა სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული, – მოახდინოს ტექნოლოგიების მაქსიმალური ინტეგრირება განათლებისა და ეკონომიკის სექტორებში და ამ გზით, ხელი შეუწყოს სხვადასხვა სფეროს მდგრად განვითარებას საქართველოში“.

ინიციატივა 5.0 განსაზღვრავს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მიმდინარე ყველა პროექტის, კვლევების, ინსტიტუციური განვითარების პროგრამების შინაარსს და მიზანს, რომ ეს აქტივობები მიმართული იქნება ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის გაძლიერებისკენ.

ამ მიზნით, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, BTU იწყებს მასშტაბური ტექნოლოგიური პროექტების განხორციელებას ისეთ სტრატეგიულ სექტორებში, როგორებიცაა:

  • Fintech
  • Agritech
  • Healthtech
  • Edutech
  • Greentech
  • Femtech
  • Legaltech
  • Culturetech
  • Deeptech
  • Mediatech
  • სხვ.

 

[R]

Mastercard, საქართველოში, უნაღდო გადახდების განვითარების სათავეშია

Magnolia Film Lab – ახალი თაობის ფირის ლაბორატორია, ანუ ადგილი მათთვის, ვისაც ფირის ფოტოგრაფია აინტერესებს