in

„ცოდნის ბანკი“ – სტუდენტის ციფრული მეხსიერება – „უნიკალური მაღალტექნოლოგიური პლატფორმა BTU-სგან“

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა მასშტაბური, მაღალტექნოლოგიური პლატფორმა „ცოდნის ბანკი” წარადგინა – „ეს არის უნიკალური პლატფორმა, რომელსაც BTU სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სთავაზობს“.

ციფრული სივრცე სტუდენტის ტექნოლოგიურ მეხსიერებას წარმოადგენს და სხვადასხვა მოწინავე ინდუსტრიის გარშემო საუკეთესო ავტორების მიერ შექმნილ ლიტერატურას, სახელმძღვანელოებს, სტატიებს, ვიდეოებს და სხვა მასალას აერთიანებს. პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს, შექმნას პერსონალური სამუშაო გარემო, გააკეთოს ჩანაწერები და მთელი ცხოვრების განმავლობაში, გაამდიდროს საჭირო ინფორმაციით.

„ცოდნის ბანკი“ აშშ-ს „სილიკონ ველიში“ შექმნილი სამუშაო აპლიკაცია „Notion“-ის პლატფორმის ბაზაზე შეიქმნა.  აპლიკაციის ღირებულება 2 მილიარდი აშშ დოლარით არის შეფასებული და ტექნოლოგიების ახალ უნიკორნად მოიხსენიება. მისი განვითარებისთვის ინვესტირება ინვესტორთა ჯგუფმა ისეთი კომპანიებიდან განახორციელეს, როგორებიცაა: Google, Pinterest, Twitter, Uber, LinkedIn, Airbnb და სხვა. აპლიკაციას 4 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. საგანმანათლებლო პაკეტთან წვდომა BTU-ს 4000-ზე მეტ სტუდენტს ექნება, რომლის გამოყენება ნებისმიერი მოწყობილობით, მობილურით, პლანშეტით, პერსონალური კომპიუტერითაა შესაძლებელი.

„ცოდნის ბანკი“ სტუდენტის ერთგვარი ციფრული მეხსიერებაა. კვლევების თანახმად, 5 წლის შემდეგ, ადამიანს სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის მხოლოდ 3% ამახსოვრდება.

„რევოლუციური მაღალტექნოლოგიური პლატფორმა სტუდენტის მიერ გაკეთებულ ათასობით ჩანაწერს, ე.წ. „ნოუთებს“. აგრეთვე ყველაფერს, რასაც ის კითხულობს, უყურებს, უსმენს, ფიქრობს, შინაარსობრივად, თემატურად ალაგებს და ერთ სამუშაო გარემოში აქცევს. გენერირებული ინფორმაცია სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, დაიმახსოვროს ყველა დეტალი, რომელიც საქმის შესრულებისას, საკუთარი ბიზნესის შექმნისას, ნებისმიერი ამოცანის გადაჭრისას სჭირდება“.

მეგამონაცემთა დამუშავება ქართულ ენაზე ხდება და ეს პირველი ციფრული ანალიტიკური სამუშაო გარემოა, რომელიც სტუდენტისთვის ან/და კურსდამთავრებულისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში ციფრული ასისტენტის და ტექნოლოგიური მეხსიერების ფუნქციას შეასრულებს. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ციფრული ინსტრუმენტი პროდუქტიულობის გასაზრდელად. „ცოდნის ბანკი“ ასევე, შესაძლებლობას  აძლევს თავის მომხმარებელს, მოახდინოს იდეების განვითარების მონიტორინგი და მასშტაბური პროექტების ერთი გარემოდან მართვა.

ახალი სასწავლო წლიდან, BTU-ს ყველა სტუდენტს წვდომა ეხსნება „ცოდნის ბანკის“ გამოყენებისთვის საჭირო აპლიკაციაზე.

 

[R]

„აჭარაბეთმა“ სპორტის განსხვავებული და ახალი პროდუქტი წარადგინა – „ეს არის სპორტი!“  

საქართველო გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას მასპინძლობს, რომლის გენერალური მხარდამჭერი თიბისია