9 მარტს, ჰარვარდის ბიზნესის სკოლაში, Harvard Social Enterprise Conference 2025 (SECON) სოციალური გავლენის თემაზე, ჰარვარდის ყველაზე ძველი სტუდენტური კონფერენცია (26th edition), გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში, „როგორ შევცვალოთ მსოფლიო – ოთხი გლობალური პერსპექტივა”, რომელიც გლობალური გავლენის მქონე ახალგაზრდა ლიდერებს აერთიანებდა, მოწვეულთა შორის იყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) რექტორი, ნინო ენუქიძე, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას ციფრული და AI წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და BTU-ს ინიციატივები წარადგინა.
Harvard Social Enterprise Conference (SECON) არის ჰარვარდის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სტუდენტური კონფერენცია, რომელიც სოციალური გავლენის თემას ეთმობა. კონფერენცია იმართება ჰარვარდის ბიზნესის სკოლის (HBS) და ჰარვარდის კენედის სკოლის (HKS) სტუდენტების მიერ. SECON-ის მიზანია, ხელი შეუწყოს დიალოგსა და თანამშრომლობას იმაზე, თუ როგორ შეიძლება ბიზნესების, ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მუშაობა პოზიტიური სოციალური ცვლილებებისთვის.
ნინო ენუქიძემ Harvard-ის სცენაზე BTU-ს ციფრული წიგნიერებისა და AI განათლების პროგრამებზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა BTUAI და AI4Globe პლატფორმებზე, რომლებიც ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის წიგნიერებას მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის. გარდა ამისა, მან BTU-ს Coding School for Women ინიციატივა გააცნო აუდიტორიას, რომელიც ქალების გადამზადებასა და ტექნოლოგიურ სფეროში მათი დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ: Bhumi Pednekar (Actor, Climate Warrior, UNDP Advocate), Hector Mujica (Head of Economic Opportunity and Inclusive Technology, Google.org) და Kate Fitz-Gibbon (Professor (Practice), Faculty of Business and Economics, Monash University). დისკუსიის ფარგლებში განხილული იყო ის მთავარი გამოწვევები და შესაძლებლობები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში გლობალური ცვლილებების გამოწვევას უკავშირდება.
[პარტნიორის კონტენტი]