ინტერნეტი თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილია, რომელიც გვაძლევს უსაზღვრო შესაძლებლობებს განათლების მისაღებად, ახალი უნარ-ჩვევების შესაძენად და საჭირო ინფორმაციის ადვილად მოსაძიებლად. თუმცა, ამ შესაძლებლობებთან ერთად, ინტერნეტის მოხმარება მრავალ რისკს შეიცავს, რომელთა შესახებ ცოდნა აუცილებელია ჩვენივე უსაფრთხოებისთვის.
9 თებერვალი უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღეა. BTU ჩართულია უსაფრთხო ინტერნეტის კამპანიაში, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს.
კამპანია იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის – Promoting European Union’s Cyber Education (PEU-C-E) ფარგლებში.
[R]