„ახალი დროა“ – ამ მთავარი გზავნილით, Spotlight Tech ბრუნდება. სფოთლაითის სივრცეში ინოვაციები და ტექნოლოგიები, ჯერ კიდევ, 2018 წელს გამოჩნდა. 5-წლის შემდეგ, წლის მთავარი მარკეტინგული დღესასწაული, ამჯერად, ტექნოლოგიურ დღესასწაულად მოგვევლინება და სტუმრებს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ესაუბრება. 14 მაისს, სასტუმრო Raddison Blu Iveria-ში 600 გულანთებული სტუმარი შეიკრიბება, 30-მდე სპიკერის შთამაგონებელ გამოსვლას დაესწრება, მასტერკლასებსა და ვორქშოპებზე ახლებურ ხედვას გაიზიარებს, გადაიაზრებს ტექნოლოგიების ცნებას ჩვენს ყოველდღიურობაში, შეხვდება ძველ კოლეგებს და გაიცნობს ახლებს. ღონისძიების მხარდამჭერია BTU, რომელსაც სფოთლაითთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს. Spotlight-ისა და BTU-ის მეგობრობაზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მარკეტინგის და პროექტების სამსახურის ხელმძღვანელი ნატა კიზივაძე გვესაუბრა.
M: თქვენი შეფასებით, რა შეცვალა სფოთლაითმა სფეროში, ამ წლების მანძილზე?
ვფიქრობ, Spotlight წლის ყველაზე გამორჩეული ღონისძიებაა საქართველოში. ეს არის შეხვედრა, რომელიც წლებია აერთიანებს სფეროს პროფესიონალებს, ვისაც უკვე დიდი გამოცდილება და საინტერესო ამბები დაუგროვდა გასაზიარებლად.
მეორე მხრივ, წლიდან წლამდე Spotlight მოტივაციას აძლევს მათ, ვისაც სიახლეები აინტერესებს და ვისაც სურვილი აქვს შექმნას რაღაც ახალი, საინტერესო და განსხვავებული. ეს არის ღონისძიება, სადაც გაეცნობი ინოვაციურ პროექტებსა და ინდუსტრიის მიღწევებს, გამოწვევებს, ასევე გაიგებ ამ გამოწვევების კრეატიული მიდგომებისა და ბიზნესპრობლემების საუკეთესო გადაწყვეტების შესახებ.
სფეროში ცვლილებების განსახორციელებლად Spotlight თავის მიდგომას იყენებს და ყოველწლიურად ეხმიანება საქართველოში არსებულ გამოწვევებს. გამარჯვება, გაბედვა, ერთიანობა, ცდა – ეს გახლდათ ღონისძიების თემები სხვადასხვა წელს. გასული წლის მთავარი გზავნილი იყო „ცდა“, რაც პანდემიური პაუზის შემდეგ ფართო საზოგადოებას ასე ძალიან სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ დიდი და მნიშვნელოვანია ღონისძიების გავლენა საზოგადოებაზე.
ჩვენთვის, როგორც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში მოღვაწე უნივერსიტეტისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უკვე მეორედ იმართება ღონისძიება ფორმატით – Spotlight Tech. მისი შემქმნელები კარგად გრძნობენ, რა მიმართულებით არის საჭირო აქტიურობა და მიმართულების განვითარებაზე დიდ გავლენასაც ახდენენ.
M: უკვე არაერთი წელია თვალს ადევნებთ სფოთლაითს. თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ღონისძიების მხარდაჭერა?
მიხარია, რომ წელს პირველად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი Spotlight Tech-ის მხარდამჭერია. BTU საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებაზე, ახალი ტენდენციების დანერგვასა და სექტორის სხვადასხვა გამოწვევის გადალახვაზე აქტიურად და გაუჩერებლად მუშაობს. ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება და ჩვენც ვდილობთ, განვითარების ტემპს არ ჩამოვრჩეთ და მეტი ადამიანი ჩავრთოთ ამ მიმართულებაში.
სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის მნიშვaნელოვანი, ვიყოთ იმ ღონისძიების მხარდამჭერი, რომელთანაც საერთო ხედვა გვაერთინებს და რომელიც ცდილობს, ტექნოლოგიებში საზოგადოების აქტიურ ჩართულობას შეუწყოს ხელი.
Spotlight არის ღონისძიება, რომელიც სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, ინტერესების ადამიანებს აერთიანებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად, საამაყოა, ვიყოთ იმ ღონისძიების გვერდით, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში უამრავი ადამიანი ელოდება. ღონისძიების შემდეგ კი მისი მთავარი თემისა და სხვა დასამახსოვრებელი მომენტების შესახებ დღეებისა და წლების შემდეგაც კი ლაპარაკობენ.
მსგავი ტიპის ღონისძიებების ჩატარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოში როგორც ზოგადად ტექნოლოგიების სფეროს, ისე ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების განვითარებისთვის. Spotlight-ზე ადამიანები ცვლიან იდეებს, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, განიხილავენ შესაძლებლობებს. აქ ხდება ყველაფერი, რაც ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელია. მისი ფორმატიდან გამომდინარე, თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც ინდუსტრიის დამწყები, ისე გამოცდილი წარმომადგენლებისთვის.
კითხვაზე, თუ რატომ არის Spotlight-ის მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მარტივად გიპასუხებთ. იმიტომ, რომ Spotlight როგორც ინოვაციური პლატფორმა, ძალიან ახლოს არის ჩვენს ხედვასა და ფილოსოფიასთან. ჩვენ ერთი მიზანი გვაერთიანებს. ეს არის ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერებისა და განვითარების დონის ამაღლება.
განათლება, განვითარება, ტექნოლოგიები, ინოვაციები – სწორედ ამაზე დგას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. ღონისძიების მთავარი ღირებულებები კი ტექნოლოგიებში ჩართული ადამიანების მოტივაცია, ახალი კონტაქტების დამყარება, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, სფეროს ზოგადი წახალისებაა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიების ხელშეწყობა, რომელიც მოგიწოდებს გაბედო, დაიწყო სვლა განვითარებისკენ, შეიგრძნო ქმედებისა და პირველი ნაბიჯის მნიშვნელობა, რაც შემოქმედებითი უნარის, ხედვებისა და იდეების მოქმედებაში გადატანით გამოიხატება.
M: როგორია მოლოდინი წლევანდელი სფოთლაითისგან?
განსაკუთრებულია Spotlight Tech-ის წლევანდელი ღონისძიების თემა – „ახალი დროა“. ის კიდევ უფრო აახლოვებს უნივერსიტეტისა და ღონისძიების მიზნებს. ამიტომ ჩვენი მოლოდინი წელს განსაკუთრებულია. ვცდილობთ, მუდმივად ფეხი ავუწყოთ სიახლეებს და ყოველთვის ვიყოთ რამდენიმე ნაბიჯით წინ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი მიმართულებები მრავალმხრივია.
წელს გაორმაგებული ემოციით ველოდებით, რომ ტრადიციულად საინტერესო სპიკერები გაგვიზიარებენ გამოცდილებას, გავიცნობთ ბევრ საინტერესო ადამიანს. გვჯერა, რომ ეს იქნება, ღონისძიება რომელიც ადამიანების ცხოვრებას შეცვლის. იმედი გვაქვს, თითოეული სტუმარი თუნდაც ერთ მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ ისტორიას მოისმენს, რომელიც მის ცხოვრებაზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს და დაარწმუნებს, რომ ახალი დროა და ახალი, ინოვაციური და შემოქმედებითი საქმეებისკენ უბიძგებს.
ღონისძიების წარმდგენია: e team
გენერალური პარტნიორი: Visa
ოქროს სპონსორი: ავერსი ფარმა
ვერცხლის სპონსორი: Bolt
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche
მხარდამჭერები: AccountAnts, McDonald’s, Geosoft – Google Cloud, ლურჯი ოკეანე, Top Sport, Aldagi Business, BTU, It Step Academy, Adwise, Alta, Johnny Walker.
არ გამოგრჩეს არცერთი სიახლე ღონისძიებასთან დაკავშირებით, გამოიწერე Spotlight-ის ოფიციალური Facebook გვერდი.
ბილეთები 1-ლი მაისიდან გაიყიდება, tkt.ge-ზე.










