in

სტარტაპების დასაფინანსებლად, გლობალურ სტარტაპ ფონდს ქართული კომპანიები და ფონდები უერთდებიან

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“, „კედარი ვენჩერსი“, GIS – Georgian Integrated Systems, „ვებიზ“ საქართველო, საერთაშორისო ორგანიზაცია WIT – Women In Tech, „რედბერი“, ისრაელის „სილიკონ ვადი“, აშშ-ის „სილიკონ ველის“, მათ შორის, usmac-ის წარმომადგენლები და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ფონდები და ორგანიზაციები, 2021 წლის მაისში, გლობალური სტარტაპ ფონდის ორგანიზებულ ფიჩინგ სესიაზე ქართულ სტარტაპებს შეხვდებიან და შემდგომი თანამშრომლობის პირობებზე ისაუბრებენ.

გლობალური სტარტაპ ფონდის ღონისძება უკვე მესამედ, გაზრდილი მასშტაბითა და შესაძლებლობებით ჩატარდება. ის გააერთიანებს საერთაშორისო პარტნიორებს, მსხვილ ინვესტორებს და სტარტაპ ეკოსისტემის გამორჩეულ მონაწილეებს, მთელი მსოფლიოდან. გლობალური სტარტაპ ფონდი არის პირველი საერთაშორისო სტარტაპ ფონდი საქართველოში, რომელიც „სილიკონ ველი თბილისის“ ტერიტორიაზე დაფუძნდა და პირველი მსხვილი დაფინანსება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 1 300 000 ლარის ოდენობით, სტარტაპ Echolize-ში განახორციელა. ფონდის ორგანიზებით, ინვესტორების მონაწილეობით, ყოველწლიურად იმართება შეხვედრა ქვეყნის მოწინავე სტარტაპებთან მათი შემდგომი დაფინანსებისა და პარტნიორობის პოტენციალის განსახილველად.

ფონდი ორგანიზებას უკეთებს სტარტაპების ფიჩინგ დღეებსა და ინვესტორებთან პირისპირ შეხვედრებს, ინვესტორთა დახურულ ღონისძიებებს, მასტერკლასებს მსოფლიოს მოწინავე სტარტაპ ეკოსისტემებიდან, საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას, შეხვედრებს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, ფინანსურ ინსტიტუციებთან და სხვა.

2021 წლიდან გლობალური სტარტაპ ფონდის სტრატეგიული პარტნიორი „თიბისი ბანკის“ პროგრამა „სტარტაპერი“ გახდა. ფინანსებთან წვდომის სხვადასხვა შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, ბანკმა სტარტაპებში ინვესტირების მსურველი „ანგელოზი“ ინვესტორებისა ან/და ორგანიზაციებისათვის  ახალი პროდუქტი – სტარტაპ საინვესტიციო სესხი შექმნა. ის განკუთვნილია როგორც ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, ისე ინდივიდუალური მეწარმეებისათვის. სტარტაპ საინვესტიციო სესხი დაინტერესებულ ინვესტორებს საშუალებას აძლევს, მოიძიონ დამატებითი სახსრები მათთვის საინტერესო სტარტაპის მხარდასაჭერად რომელიც, აგრეთვე, ხდება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის და სტარტაპის დაფინანსების მსურველი ინვესტორებისთვის.

2021 წლის თებერვლიდან, MIT-ს სამეწარმეო ცენტრში გაწევრიანების შემდეგ, BTU-ს სტარტაპ ფონდის ყველა პარტნიორ კომპანიას და ინვესტორს გაეხსნა წვდომა Martin Trust Center-ის საერთაშორისო ქსელთან, გაჩნდა შესაძლებლობა მსოფლიოს წამყვან ღონისძიებებზე და დემო დღეებზე დასწრების და საერთაშორისო ბაზარზე სწრაფი განვითარების. აღნიშნული შესაძლებლობებით გლობალური სტარტაპ ფონდის შერჩეული კომპანიები ისარგებლებენ.

გლობალური სტარტაპ ფონდის ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებთან შესახვედრად, სტარტაპების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.

 

[R]

როგორ შეისვენოთ უკეთესად, სამუშაო დღის განმავლობაში?

Netflix პირადი ანგარიშის პაროლის სხვებისთვის გაზიარებას ეწინააღმდეგება