in

BTU – უნივერსიტეტი, რომელიც სტუდენტებს საერთაშორისო კომპანიებში სამუშაოდ ამზადებს

უნარ-ჩვევების შეძენა მხოლოდ პრაქტიკული მუშაობით ხდება…

პიროვნული განვითარება კარიერული წარმატების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია. თანამედროვე უნივერსიტეტები უკვე სპეციალიზებული საგნების სწავლებაზე არიან ორიენტირებული და სტუდენტებისთვის არაფორმალური განათლების ხელშეწყობასა და იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ზრუნავენ, რასაც ვერცერთ ჩვეულებრივ ლექციაზე ვერ შეიძენენ.

უნარ-ჩვევების შეძენა მხოლოდ პრაქტიკული მუშაობით ხდება, რაც ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა გახსნის დღიდან სწავლების თანმდევ პროცესად აქცია. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კარიერული განვითარების ცენტრი, რომელიც სტუდენტებს წარმატების მიღწევაში ეხმარება.

ცენტრს მარიამ შოშიაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც განმარტავს, რომ პროგრამა სტუდენტებთან კომუნიკაციასა და მუშაობას სწავლის დაწყების პირველივე დღიდან იწყებს და რაც მთავარია, სწავლის დასრულების შემდეგაც აგრძელებს.

ცენტრი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მთელი წლის განმავლობაში სთავაზობს კარიერული განვითარებისთვის საჭირო აქტივობებს, იქნება ეს ბიზნესკომუნიკაციის ტრენინგები; დასაქმების ფორუმები; ნეთვორქინგ სესიები; საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი და საერთაშიროსი კომპანიების წარმომადგენლებთან თუ პროფორიენტაციის შეხვედრები. როგორც მარიამ შოშიაშვილი განმარტავს, ეს უნივერსიტეტში არსებული აქტივობების არასრული ჩამონათვალია და სტუდენტები კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროგრამებით სარგებლობენ.

უნივერსიტეტში სტუდენტების დიდი ნაწილი პროფესიის შესაბამისად არის დასაქმებული და ვფიქრობ, ეს უმნიშნველოვანესი მიღწევაა. წელს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შემოუერთდა 1300 ახალი სტუდენტი, რაც თითოეული ჩვენგანისთვის კიდევ უფრო მეტი მოტივაციის საფუძველია. საერთაშორისო პრაქტიკის, სიახლეებისა და სტუდენტების საჭიროების იდენტიფიცირების საფუძველზე ცენტრი სერვისების სერიას ყოველწლიურად აახლებს” – აღნიშნა კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა.

მიმდინარე სასწავლო წელს კარიერული განვითარების ცენტრი სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სთავაზობს საინტერესო და მრავალფეროვან გადამზადების პროგრამებს, რომლის თითოეული კომპონენტიც ახალ გამოცდილებას იძლევა. როგორც კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, პირველი საერთაშორისო დასაქმების ფორუმი, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდებს საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად გაუხსნის გზას წელს პირველად ჩატარდება და მასში მონაწილეობას BTU- სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის მიიღებენ.  მნიშვნელოვანია ისიც, ნეთვორიქონგის სესიები გაიმართება მსოფლიოს ისეთ ლიდერ კომპანიებში დასაქმებულებთან, როგორიცაა AMAZON, GOOGLE, MICROSOFT და სხვა.

 

ასევე, საინტერესოა ის 5 საინტერესო სიახლე, რომელიც BTU-ს სტუდენტებს ელით:

CASE INTERVIEW – საერთაშორისო სტანდარტებით  შემუშავებული ინტერვიუების სერია  დასაქმების სურვილის მქონე სტუდენტებისთვის, რომელთაც ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა რეალურ შემთხვევებზე დაფუძნებული გასაუბრებები გაიარონ წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან და მათგან  საჭირო რჩევები და რეკომენდაციები მიიღონ. აღნიშნული პროცესი სტუდენტებს მოამზადებს რთული გასაუბრებებისთვის საერთაშორისო კომპანიებთან თუ ინვესტორებთან, რაც კარიერული ზრდის სხვადასხვა ეტაპზე დაეხმარებათ.

JOB SHADOWINGის პროგრამის ფარგლებში კი სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ნახონ და გაეცნონ უმსხვილესი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების სამუშაო გარემოს, სხვადასხვა სამსახურის მუშაობის სპეციფიკას და მიიღონ სრულფასოვანი ინფორმაცია სამუშაო პროცესის შესახებ. ჩვენს ქვეყანაში როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ისე სტუდენტების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას სწავლების პროცესში სწორედ პრაქტიკული კომპონენტი წარმოადგენს. BTU-ში განმარტავენ, რომ სწორედ აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ შემოიტანეს ყველაზე ეფექტიანი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სტუდენტები უნივერსიტეტშივე მიიღებენ გამოცდილებას.

MOCK INTERVIEWს ფარგლებში სტუდენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდება, სიმულაციური გასაუბრებები ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლების ჩართულობით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული რჩევები მიიღონ დამსაქმებლებისგან და  გამოიმუშავონ გასაუბრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.  სამომავლოდ, როცა ისინი დააფუძნებენ სტარტაპს ან რომელიმე მასშტაბურ კომპანიაში დასაქმების საშუალება მიეცემათ, საკუთარი თავისა და იდეების პრეზენტაციისთვის საჭირო უნარებს გამოიყენებენ.

აღსანიშნავია, რომ გარდა ჩამოთვლილი ქართული საგანმანათლებლო სისტემისთვის ინოვაციური პროგრამებისა, BTU-ს კარიერული განვითარების ცენტრის ინიციატივით შეიქმნა ავტომატიზირებული CV-ის პლატფორმა, რომელიც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული დოკუმენტის შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

და ბოლოს, BTU-ს კურსდამთავრებულთა კლუბი გააერთიანებს ყველა დაინტერესებულ კურსდამთავრებულს ახალი საინტერესო პროექტებისა და ინიციატივების  განსახორციელებლად, რაც ახალი კავშირების შეძენისა და საინტერესო ბიზნესის დასაწყებად უმნიშვნელოვანესია.

[პარტნიორის კონტენტი]

„თიბისი დაზღვევის“ მარკეტინგის დეპარტამენტს მურთაზ ფუტკარაძე უხელმძღვანელებს

„ჩვენი მთავარი იდეაა, რომ თუ „ბესტონს“ ირჩევთ, მიიღებთ იმაზე მეტს, ვიდრე ელოდით და რაც მთავარია, დროულად ან კიდევ უფრო ადრე“