in

დასაქმების ფორუმი – “500 ქალი ტექში” პროექტის ბენეფიციარებისთვის

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, პროექტის ,,500 ქალი ტექში’’ ფარგლებში, ტექნოლოგიებში ქალების დასაქმების ხელშეწყობისთვის, მასშტაბური ფორუმი გამართეს.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე მოქმედი 50 კომპანია იღებს. კერძო სექტორის წარმომადგენლები ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ ქალებს ლოკალურ და გლობალურ ბაზარზე არსებულ სხვადასხვა ვაკანსიასა და დასაქმების შესაძლებლობებს აცნობენ. საგულისხმოა, რომ ბიზნესკომპანიების უმეტესი ნაწილი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერია და ამ პრინციპების მხარდაჭერის ფარგლებში, ქალების გადამზადებას, სტაჟირებასა და დასაქმებას მუდმივად უწყობს ხელს.

ფორუმის მონაწილე ქალებს საშუალება აქვთ, უშუალოდ პოტენციური დამსაქმებლებისგან მოისმინონ ინფორმაცია სასურველი ვაკანსიების შესახებ და დაინტერესების შემთხვევაში, კარიერული განვითარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან.

პროექტი „500 ქალი ტექში“, რომლის ფარგლებშიც ფორუმი ჩატარდა, ტექნოლოგიების სფეროში ქალების მეტ ჩართულობას ემსახურება. იგი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ, 20-ზე მეტი ბიზნესკომპანიის ჩართულობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, პირველი და მეორე ნაკადის მონაწილეებმა ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის ინტენსიური კურსები, კარიერული ბუთქემფი და მეწარმეობის შესახებ სემინარები გაიარეს, პრაქტიკული დავალებები შეასრულეს და ინიდივიდუალურ მენტორინგში მონაწილეობა მიიღეს.

როგორ იზრდება ან იკლებს სარისკო ქმედებების რიცხვი კომპანიებში? — კვლევა

Airbag Jeans — ახალი პროდუქტი მოტოციკლისტების უსაფრთხოებისთვის