in

BTU-ში დასრულდა საერთაშორისო AI ჰაკათონი ქალებისთვის — გამოვლინდა ხუთი გამარჯვებული გუნდი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU), iamtheCODE AI Institute-თან პარტნიორობით, წარმატებით დასრულდა ქალებისა და გოგოებისთვის გამართული საერთაშორისო ჰაკათონი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში ჟიურიმ 5 გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.

ჰაკათონი მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ქალების გაძლიერებას ტექნოლოგიების სფეროში და მათთვის ინოვაციური შესაძლებლობების შექმნას. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 100-მა ახალგაზრდა ქალმა, რომლებიც სამი დღის განმავლობაში რეალურ პრობლემებზე მუშაობდნენ და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევის გზებზე ფიქრობდნენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

გამარჯვებული გუნდებისთვის გათვალისწინებული საგრანტო და პროფესიული შესაძლებლობები მოიცავს:

  • 12-კვირიან მენტორულ პროგრამას iamtheCODE გლობალური ქსელისგან
  • წვდომას პრემიუმ AI კურსებზე iamtheCODE-ის პლატფორმაზე
  • 1,000 ლარის ღირებულების საგრანტო ვაუჩერს იდეის შემდგომი განვითარებისათვის
  • გამარჯვებული პროექტების პრეზენტაციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ნიუ-იორკში

[R]

„მწვანე ანაბრის“ პროექტის ფარგლებში, კრედო ბანკმა დათვების ტყის დასუფთავების ღონისძიება ჩაატარა

სრულად დაფინანსებული სწავლა MIT-ში! SEU-ს ღია კონკურსი გრძელდება