რა AI ინსტრუმენტები არსებობს სხვადასხვა დარგის ციფრული ტრანსფორმაციისთვის და როგორ მივიღოთ ჩვენთვის საინტერესო სფეროში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების შესახებ უახლესი ინფორმაცია — ამ შეკითხვებზე პასუხების მისაღებად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სხვადასხვა სფეროს პროფესიონალთა მომზადება-გადამზადების პროექტს იწყებს და საწყის ეტაპზე ტრენინგებს სრული დაფინანსებით სთავაზობს პარტნიორებს.
BTUAI, რომელიც ახლებურ სტანდარტს ქმნის ცოდნისა და განათლების მისაღებად, ინდუსტრიების პროფესიონალებს პროცესების ახლებურად და ეფექტურად მართვაში დაეხმარება. BTUAI, ახლა უკვე ქართულ ენაზე აგენერირებს როგორც სასწავლო და სატრენინგო მასალას, ისე უახლეს, საერთაშორისო ბიზნესქეისებს, რომლებიც სფეროს სხვადასხვა წარმომადგენელს, დამწყებსა თუ დარგის სპეციალისტს ახალ ცოდნას მისცემს და ხელოვნური ინტელექტის პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას გაუმარტივებს. ტექნოლოგიების განვითარებამ, ინდუსტრიების ციფრულმა ტრანსფორმაციამ და მომავლის უნარების განვითარების საჭიროებამ წარმოშვა ისეთი გამოსავლის შეთავაზების იდეა, რომელიც სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებს — მარკეტინგის, მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების, ოპერაციების, ლოჯისტიკისა და სხვას, კონკურენტულ უპირატესობას შესძენს, ამავდროულად, ასწავლის მათ, როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი სფეროში, რომელშიც მუშაობენ.
BTUAI Review-ის ბაზაში განთავსებული უახლესი და ინოვაციური ქეისებით ახლა უკვე ქართულ ენაზეა შესაძლებელი ინფორმაციის მიღება ორგანიზაციების ციფრული ტრანსფორმაციის შესაძლებლობებისა და გამოწვევების, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარების შესახებ. ქეისებში წარმოდგენილია სადისკუსიო საკითხები და სხვადასხვა ამოცანა. კომპლექსური ქეისები ყოველდღიურად იქმნება სხვადასხვა სექტორში დასაქმებულ პროფესიონალთა ტრენინგებისთვის და აღნიშნული მასალების გამოყენებით, სფეროს ექსპერტები და ტრენერები, აგრეთვე ხელოვნური ინტელექტის პროფესიონალები, ტრენინგების სერიას გამართავენ. ტრენინგების პირველი მიზნობრივი ჯგუფია მარკეტინგის და ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალები.
გაეცანით BTU AI-ის: https://chatgpt.com/g/g-TvwFzWhqg-btu-ai
[R]