in

BTU-ს ორგანიზებით გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიური სამიტი გაიმართა

31 მაისს, BTU-ს მიერ, სტარტაპებისთვის, საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, ანგელოზი ინვესტორებისთვის და ინოვაციების სფეროთი დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის, გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლური სამიტი გაიმართა.

სამიტმა გააერთიანა სტარტაპ კონკურსი, ვენჩურულ შეთანხმებებთან დაკავშირებული ბესტსელერი წიგნის პრეზენტაცია, პანელური დისკუსია და აღნიშნული სამიტისთვის საქართველოში სპეციალური ვიზიტით ჩამოსული სტუმრის Keynote გამოსვლა.

სამიტის მოწვეული სტუმარი იყო ჰილა ოვილ ბრენერი, რომელიც დასახელებულია ისრაელის 100 ყველაზე გავლენიან ინვესტორს შორის, არის სერიული ანტრეპრენერი, 70-ზე მეტი სტარტაპის ინვესტორი, ისრაელის მოწინავე აქსელერატორის, ტექსტარის ყოფილი ხელმძღვანელი და მენტორი.

ბრენერთან შესახვედრად და სტარტაპების წარსადგენად, შეირჩა ქვეყნის მოწინავე, ინოვაციური და სწრაფად მზარდი სტარტაპები. ფიჩინგის სესიას აგრეთვე დაესწრნენ ინვესტორები საერთაშორისო ვენჩურული ფონდებიდან. ანგელოზ ინვესტორებთან შეხვედრა ღონისძიების დახურულ ნაწილს წარმოადგენდა, რომლის მიზანი საქართველოში დაფუძნებული სტარტაპების ფინანსებთან წვდომა, საერთაშორისო კომერციალიზაციის პოტენციალი და ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობაა.

ლიბერთის მხარდაჭერით, საგანმანათლებლო პროექტი „მზიურმცოდნე“ დაიწყო

აჭარა ჯგუფის ახალი გეგმები და განვითარების პერსპექტივა რეგიონში