in

BTU-ში AI Books – ფარგლებში, “თანამშრომელთა მოტივაცია” – წიგნის პრეზენტაცია და პანელური დისკუსია გაიმართა

AI Books ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და „ლურჯი ოკეანის“ ერთობლივი პროექტია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტების დამუშავებას, ქართულ ენაზე თარგმნასა და ორენოვანი წიგნების გამოცემას გულისხმობს. აღნიშნული წიგნი სრულიად გენერირებულია ChatGPT-ის მეშვეობით. მისი მიზანია იმ ფუნდამენტური ორგანიზაციული კულტურის და მოტივაციის საკითხების წინ წამოწევა, რასაც ადამიანები ორგანიზაციებში აწყდებიან.

წიგნის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ: ნინო ჭედია – წიგნის კონსულტანტი, BTU-ს აკადემიური საბჭოს წევრი და ასოცირებული პროფესორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრი, United Payment Georgia-ს დირექტორი; ნინო მიქავა – წიგნის კონსულტანტი, BTU-ს ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის ასოციაციის დირექტორი; ანა არველაძე – წიგნის კონსულტანტი, BTU-ს ლექტორი, ქოუჩი, კორპორატიული ფსიქოლოგი, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების (NLP) ოსტატი.

[R]

„ყველა ფერს თავისი ისტორია აქვს“

FDA-მ PTSD-ის სამკურნალო პირველი მოწყობილობის გაყიდვის ნებართვა გასცა