in

ბუბა ლეჟავა „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ Advisory Board-ს შეუერთდა!

ბორის (ბუბა) ლეჟავა, PhD, კავკასიის უნივერსიტეტის (CU) ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, კოტლერის „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველი ქართული გამოცემის Advisory Board-ს შეუერთდა!

ბუბა ლეჟავას მარკეტინგში აკადემიური მოღვაწეობის ოც წელზე მეტხნიანი გამოცდილება აქვს. კავკასიის უნივერსიტეტის კვლევისა და სტრატეგიის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტობამდე, ის იკავებდა კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) დეკანის პოზიციას. ბუბა ლეჟავა არის გრენობლის ბიზნესის სკოლის აფილირებული პროფესორი. მისი წვლილი მარკეტინგისა და მომიჯნავე დარგების განვითარებაში აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია.

„ბუბა ლეჟავას Advisory Board-ში ყოფნა ჩვენთვის დიდი პატივია. მისი გამოცდილებისა და ლიდერული უნარების გათვალისწინებით, გვჯერა, რომ მისი ჩართულობით, „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველი ქართული გამოცემა უფრო ღირებული და საინტერესო რესურსი გახდება როგორც ქართველი, ისე უცხოელი მარკეტერებისა და ბიზნესის სფეროს პროფესიონალებისთვის“.

[R]

როგორი იყო 2023 ქართველი ფეხბურთელებისთვის?

პსპ ფარმას სათავო ოფისის ფასადი საახალწლოდ Shirma Studio-მ მორთო