in ,

თანაბარი ფასები ყველას! – Bud Light აღარ ხუმრობს, როცა საქმე თანასწორუფლებიანობას ეხება

ლუდი Bud Light ერთნაირი ფასია ყველასთვის, ქალიან-კაციანად, გოგოსიან-ბიჭიანად. Bud Light მშვენივრად ერგება სოციალურ თემებს და ისე აღძრავს ლუდის დალევის სურვილს, რომ ყოველ ჯერზე “Bud Light Party” იწყება. მიუხედავად მხიარულებისა, რომელიც წინა რეკლამაში წარმოგიდგინეთ (ქორწილის აღნიშვნა Bud Light–ის ლუდით), ახალი რეკლამა უფრო სერიოზულ თემას შეეხება.

ამერიკაში გენდერული თანასწორობა ანაზღაურების კუთხით, სერიოზული გასხილვის საკითხია. აღმოჩნდა, რომ ქალებს ნაკლები ანაზღაურება აქვთ, ვიდრე კაცებს და შესაბამისად, ზოგიერთი პროდუქტის და მომსახურების ყიდვისას, ქალები მეტს იხდიან.

 

https://www.youtube.com/watch?v=hBGU_VTHEJA

 

Bud Light მხარს უჭერს ანაზღაურების გენდერულ თანასწორობას, ამიტომ თითო დოლარს გადარიცხავს ჰეშთეგ #CheersToEqualPay-ის გაზიარებისთვის. თანხა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში ჩაირიცხება, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ. ასე გახდა “გართობის მოყვარული”ლუდი, სოციალური კამპანიის ინიციატორი.

როგორ იტაცებენ და ყიდიან ცხოველებს? ისტორიას დაკარგული ცხოველები თავად გვიყვებიან – Four Paws-ის ექსპერიმენტი

შეიგრძენით თავისუფლება – Giffgaff-ის ქუჩის პერფორმანსი ლონდონში