„სუპერ თასი 2019-ისთვის“, სააგენტო Droga5-მა, ლუდის კომპანია Bud Light-ის ვიდეორგოლზე იმუშავა. წელს, კომპანია ყველანაირად ეცადა, რომ საზოგადოების მხრიდან, მაქსიმალური ყურადღება მიეპყრო და ამიტომაც, სიუჟეტში Game Of Thrones-ის პერსონაჟიც გამოიყენა. რეკლამაში, მეფე და დედოფალი რაინდთა ტურნირს უყურებენ, ბედნიერად მიირთმევენ Bud Lights-ს და გულშემატკივრობენ Bud რაინდს. თუმცა, რაინდს ცხენიდან გრეგორ კლიგანის დარტყმა – „სამეფო კარის თამაშების“ უზარმაზარი და მოძალადე მებრძოლი, ზედმეტსახელად – „მთა“ ჩამოაგდებს.
https://www.youtube.com/watch?v=QoLiRI5swVk











