– Bud Light-მა ლიმონათი გამოუშვა? – ჰო, ალბათ, იმ ლიმონით, რაც 2020-მა მოგვცა, – Bud Light-ის რეკლამის დასაწყისი უკვე გვკარნახობს, რომ სიუჟეტი სახალისოდ განვითარდება. მართლაც, როცა რაღაც გიჭირს, აუცილებლად გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც გეუბნებიან: “როცა წვიმს ლიმონი, გააკეთე ლიმონათი”. მოსასმენად ადვილია, აი, პრაქტიკაში… ამ ფრაზას თუ დავუჯერებთ, ლიმონი მთელი 2020 წლის მანძილზე “წვიმდა”. სწორედ ამ გამონათქვამს გამოეხმაურა Bud Light თავის იუმორისტულ რეკლამაში, რომელიც გასული წლის სატკივარზე გვიყვება. კამპანიაზე სააგენტო Wieden+Kennedy-მ იმუშავა.