in

მანქანის დაზღვევის პლიუსები Budget Direct-ის სახალისო რეკლამაში

მანქანის დაზღვევა მძღოლებისთვის ჩვეული რამაა, მაგრამ ყველა კომპანია თავისებურად ცდილობს დაგვანახოს ტრანსპორტის დაზღვევის მნიშვნელობა.

ავსტრალიურმა სადაზღვევო კომპანია Budget Direct-მა სახალისო რეკლამა გამოუშვა. ვიდეორგოლიდან კარგად ჩანს, რამდენ თავსატეხს ავიცილებთ თავიდან, თუ დავაზღვევთ მანქანას. ყოველდღიურობაში ნამდვილად აუტანელია მანქანის გაუთავებლად შეკეთება. მართლაც, პიტსტოპები ხომ ყოველ ნაბიჯზე არ არის განლაგებული, რომ ტექნიკური პრობლემები წამებში მოვაგვაროთ.

 

 

რეკლამაზე ავსტრალიურმა სააგენტო  303 MullenLowe-მა იმუშავა.

“პოპინსების სახლი“ – ფოტოსტუდია ჩვილი ბავშვებისთვის

ქეთევან ხუნწარია – #პირველისამსახური