in

რა თანხებს ხარჯავენ კომპანიები Google-ის რეკლამებში?

Go Fish Digital, რომელიც გასული წლების განმავლობაში, სოფტის მიმართულებით მუშაობდა კომპანიებთან, შეეცადა ინფორმაცია მოეძიებინა ბიუჯეტზე, რასაც კომპანიები Google-ის რეკლამაში ხარჯავენ და რომელი კომპანიები ხარჯავენ ყველაზე მეტს. მოგიყვებით ვარაუდებზე, რომელიც ონლაინ შეგროვებულ მასალას ეფუძნება.

„ვიცოდით, რომ ამ კომპანიებს დიდი სარეკლამო ბიუჯეტი ექნებოდათ. ვფიქრობდით, რომ საინტერესო იქნებოდა ამ მონაცემთა ბაზაზე დაკვირვება, თუ რამდენს ხარჯავენ ბრენდები“, – წერს კრის ლონგი, Go Fish Digital-ის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი – „ბოლოს და ბოლოს, Google Ads-ის მსგავსი პლატფორმები მარკეტინგის მენეჯერებს და VIP მომხმარებლებს ცნობებს აწვდიან არხზე, რომელიც მოთხოვნის დაკმაყოფილების და მომხმარებლის შესაძენად არის შექმნილი.“

მიუხედავად იმისა, რომ Go Fish Digital-ის მარკეტერებმა ზუსტად არ იცოდნენ, რამდენს ხარჯავენ ეს კომპანიები ფასიან რეკლამაში, არსებობს ინსტრუმენტები, რომლებიც სააგენტოს საშუალებას აძლევს მიახლოებითი სარეკლამო ხარჯები  შეაფასოს. მაგალითად, SEMRush უზრუნველყოფს SaaS პლატფორმას, რომელიც არკვევს სარეკლამო საკვანძო სიტყვებს, ტრაფიკს და ხარჯებს.

მონაცემები მთლიანობაში გვიჩვენებს, თუ რა რაოდენობის ტრაფიკის მოპოვება იყო შესაძლებელი ვებგვერდებზე და რა იყო სავარაუდო წლიური ტრაფიკის ხარჯები:

  • მონაცემთა მიხედვით, საშუალო კომპანია წელიწადში 1,311,768 აშშ დოლარს ხარჯავს Google Ads-ზე.
  • ის წელიწადში 177,267 sessions იღებს Google Ads-ისგან.
  • ინდუსტრიები, რომლებიც ყველაზე მეტს ხარჯავენ Google Ads-ზე არის E-Signature, VoIP, კომუნიკაციები და კონსულტაცია.

კომპანიები, რომლებიც ყველაზე მეტს ხარჯავენ Google-ის რეკლამებში:

Adobe                $130.3 million

IBM                    $  85.7 million

WordStream      $  80.4 million

Intuit                  $  59.8 million

NetSuite            $  50.1 million

Onpay               $  27.8 million

Biz2credit          $  23.3 million

Freshworks       $  22.0 million

Amplitude          $  20.8 million

Docusign           $  17.0 million

ლონგმა კერძო კომპანიების მონაცემებიც შეაგროვა – წამყვანი ინდუსტრიები, მათ შორის E-Signature, VoIP, კომუნიკაციები, კონსულტაცია და Landing.

Google Ads-ის საშუალო წლიურ ხარჯების, ყველაზე პოპულარული კატეგორიის მიხედვით, ყველაზე დიდი რიცხვი დაახლოებით 2,5 მილიონი დოლარი იყო, რაც დაიხარჯა.

მონაცემების მთლიანობაში დაკვირვების დროს, ლონგი მიხვდა, რომ მონაცემები გარკვეულად შეზღუდული სახით იყო წარმოდგენილი. „ეს ხარჯების შეფასება სავარაუდოდ კომპანიის პოზიციას,  Google Ads-ის შედეგებს და ინდივიდუალური მოთხოვნის სავარაუდო CPC-ს (თითო დაწკაპუნების ღირებულებას) ეფუძნება. ასევე, ზოგმა კომპანიამ ამ ბაზიდან გასვლა შეძლო და ეს მონაცემები არ ასახავს SaaS-ის ქსელში არსებულ ყველა კომპანიას“.

 

წყარო: mediapost

როგორ შევქმნათ Apple-ის მსგავსი ბრენდინგი? — 7 ხელსაწყო

ანტარქტიკის გიგანტურ აისბერგს პირველი ვიდეო გადაუღეს