in

როგორ გაიზარდა AI აპლიკაციების გამოწერები, თამაშებთან შედარებით

მომხმარებლებმა სმარტფონების აპლიკაციების გამოწერებზე, 2024 წელს, გლობალურად 150 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც 13%-იან წლიური ზრდაა, Sensor Tower-ის უახლესი ანგარიშის თანახმად. უკვე მეოთხე წელია, არასათამაშო აპლიკაციებზე მომხმარებელთა დანახარჯების ზრდა აღემატება თამაშებზე დახარჯულ თანხას. არასათამაშო აპლიკაციებზე გაწეული ხარჯი, 2024 წელს, თითქმის 14 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-იან ზრდას წარმოადგენს, სათამაშო აპლიკაციების 4%-იან წლიურ ზრდასთან შედარებით.

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) აპლიკაციებმა, 2024 წელს, ყველაზე მკვეთრი ზრდა აჩვენა – მომხმარებელთა დანახარჯებმა 200%-ით იმატა, წინა წელთან შედარებით და 1.1 მილიარდ დოლარს მიაღწია ისეთ აპლიკაციებზე, როგორებიცაა ChatGPT, Google Gemini და Doubao. ამ ტემპით, ეს ქვეკატეგორია შესაძლოა, ერთი წლის განმავლობაში, პირველ ათეულში მოხვდეს, მომხმარებელთა დანახარჯების მიხედვით.

აპლიკაციებში დანახარჯების ზრდის გამოვლენასთან ერთად, Sensor Tower-ის უახლესი ინდუსტრიული ანგარიში აჩვენებს, რომ მომხმარებელთა მიერ მობილურ ტელეფონებზე დახარჯული დრო 2024 წელს წინა წელთან შედარებით 5.8%-ით გაიზარდა და მთლიანობაში, მსოფლიოში 4.2 ტრილიონ საათს მიაღწია. გენერაციული ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების ფართო ხელმისაწვდომობამ ამ კატეგორიის შემოსავლების მკვეთრი ზრდა განაპირობა, თუმცა ის კვლავ ჩამორჩება არსებულ ლიდერებს.

სოციალური მედია და ფილმებისა და ტელევიზიის სტრიმინგი აპლიკაციებში შემოსავლების მომტანი წამყვანი კატეგორია იყო, რომელმაც შესაბამისად 11.7 მილიარდი და 11.9 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღეს. საინტერესოა, რომ ამ ორმა კატეგორიამ შემოსავლების გენერირების განსხვავებული მიდგომები გამოიყენა. სოციალური მედია მნიშვნელოვნად ეყრდნობა აპლიკაციის შიდა შესყიდვებს და კონტენტ კრეატორების დაჯილდოებას. მასში ასევე, ძირითადად, დომინირებს ორი პლატფორმა, TikTok და YouTube, რომლებიც ერთად კატეგორიის მომხმარებელთა დანახარჯების 70%-ზე მეტს შეადგენენ. ამასობაში, ფილმებისა და ტელევიზიის სტრიმინგის აპლიკაციები მონეტიზაციას ახდენენ გამოწერების მეშვეობით, რამაც მეტი კონკურენცია გამოიწვია. ცხრა სხვადასხვა აპლიკაცია სტრიმინგის მთლიანი შემოსავლების მინიმუმ 3%-ს შეადგენს.

მიუხედავად ამისა, იცვლება ის გზები, რომლითაც მომხმარებლები ირჩევენ თავიანთი მობილური მოწყობილობების გამოყენებას. ანგარიში აჩვენებს ზრდას იმ აპლიკაციების კატეგორიებში, რომლებიც მომხმარებლებს აკავშირებენ სხვადასხვა მოწყობილობებს შორის ან რეალურ გამოცდილებებთან. მაგალითად, საკვებისა და სასმლის აპლიკაციების ჩამოტვირთვები 8.5%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით, რადგან მეტმა კომპანიამ ჩააშენა თავისი აპლიკაცია მომხმარებლის საერთო გამოცდილებაში. მსგავსად, საფინანსო აპლიკაციებმა, რომელთაც სათავეში უდგას ციფრული საფულეებისა და მობილური საბანკო მომსახურების პოპულარობა, ჩამოტვირთვების 8%-იანი წლიური ზრდა და დახარჯული დროის 21%-იანი მატება დააფიქსირეს.

წყარო: Fastcompany

შენ გაქვს ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ბებიას ეცვა?

საქართველოში Global Game Jam BTU-ში გაიმართა