ამერიკული ფეხბურთის ახალი სეზონისთვის Bud Light–მა ყველა გუნდისთვის შესაბამისი ფერითა და ლოგოთი დამშვენებული ლუდი გამოუშვა. ლუდის ქილით ადვილად შეიძლება გამოიცნო, ვინ ვის გულშემატკივრობს. ასე ერთიანდებიან გულშემატკივრები, ლუდით კი უფრო სახალისოა ფეხბურთის ყურება. This Is Your Can’s Year – ამერიკული ფეხბურთის მოყვარულებო, მიირთვით და იამაყეთ თქვენი გუნდით. ვიდეორგოლი ენერგიული და მრავალფეროვანია. რეკლამაში ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავები Bo Jackson, Justin Tuck და Tim Couch მონაწილეობენ.
https://www.youtube.com/watch?v=sIRHs6Di1pk
ამგვარად, 2016 წლის საფეხბურთო სეზონი Bud Light–თან ასოცირდება, რაც ბრენდს მეტ გაყიდვებსა და პოპულარობას მოუტანს.
სარეკლამო რგოლზე სააგენტო Wieden + Kennedy–მ იმუშავა.











