23
მარ
2018

ჩრდილების ქართული თეატრის წარმატება დორტმუნდში! – “ბუდრუგანა გაგრა”

23 მარ 2018

ვივალდისოთხი დრო” – საოცარი მუსიკა და ხელის ჩრდილების სპექტაკლის სინთეზი. აღფრთოვანებულმა მაყურებელმა, მუსიკოსები და მსახიობები ბისზე 5-ჯერ გამოიძახა. 18 მარტს დორტმუნდის საკონცერტო დარბაზში ცნობილი მანდოლინისტის ავი ავიტალის Avi Avital, ვენეციის ბაროკოს ორკესტრისა და  უნიკალური ქართული, ხელის ჩრდილების თეატრ Budrugana Gagra • ბუდრუგანა გაგრასთან საერთო კონცერტ-წარმოდგენა გამართა. ჩრდილების თეატრს საქართველოში საფუძველი რეჟისორმა გელა კანდელაკმა 1982 წელს ჩაუყარა. ამის შემდეგ მათ ბევრი ქვეყანა, ქალაქი და სოფელი მოიარეს. ორგანიზატორები წარმოდგენის სხვა ქვეყნებში განმეორებას გეგმავენ.

საუცხოო წარმოდგენამ დორტმუნდის საკონცერტო დარბაზში ცრემლი და განცვიფრება გამოიწვია. მაყურებელები წარმოდგენის შემდეგ თავიანთ აღფთოვანებას გულწრფელად აზიარებდნენ.

ვივალდისა და კანდელაკისწელიწადის დროებიცნობილმა მანდოლინისტმა ავი ავიტალიმ, ვენეციის ბაროკოს ორკესტრთან და ხელის ჩრდილების თეატრთან ერთად დორტმუნდში გააერთიანა.

წარმოდგენა დორტმუნდის საკონცერტო დარბაზის ინიციატივითა და მხარდაჭერით  განხორციელდა. პროექტის ერთერთი მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

განხილვა