in

Budweiser-მა 50-იანი წლების პოსტერები გააცოცხლა

ლუდის ბრენდმა Budweiser 50-იანი წლების პრინტ რეკლამა გაათანამედროვა. ძველი პრინტები ქალებს დამჯერ დიასახლისებად წარმოაჩენდნენ. რეკლამაზე ქალს სუსტის როლი აქვს მინიჭებული და ის მეუღლის საჭიროებებსა და კმაყოფილებაზეა ორიენტირებული. ამჯერად კი, ქალთა დღესთან დაკავშირებით, ბრენდს სულ სხვა გზავნილი აქვს. Budweiser კამპანიას #SeeHer შეუერთდა და საკუთარ რეკლამაში ქალის უკეთ წარმოჩენა დაისახა მიზნად. ახალი პოსტერებით, ბრენდი ცდილობს შეცვალოს წარსული დამოკიდებულებები ან სარეკლამო გზავნილს სრულიად ახალი მიმართულება მისცეს. თუკი, ძველ პოსტერში ქალი ლუდის დასხმით იყო დაკავებული, სანამ ქმარი ტელეფონს აკეთებდა, თანამედროვე ვერსიაში, წყვილი ერთად ზის და ცივ ლუდს მიირთმევს. ასევე, თუკი, ათწლეულების წინ, ლუდი მამაკაცურ სასმელთა ასოცირდება, რეკლამის ახლანდელ ვერსიაში, მას ქალებიც სიამოვნებით მიირთმევენ…

 

მოძრაობა #SeeHer-ის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ რეკლამების მხოლოდ %61 წარმოაჩენენ ქალს პოზიტიური კუთხით და Budweiser-ის ეს კამპანიაც მათ შორისაა. პოსტერები სააგენტოს VaynerMedia ქალმა დიზაინერებმა შექმნეს.

Google-მა უსინათლოებისთვის აპლიკაცია შექმნა

ღვედით გადარჩენილები – ფოტოპროექტი ავარიის მსხვერპლების მონაწილეობით