ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ლუდის ბრენდმა Budweiser, 10-წამიანი თიზერი Super Bowl LVI შოუსთვის გამოუშვა. 37 წლის მანძილზე, იგი სუპერთასის ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარი იყო. თუმცა, გასულ წელს, სარეკლამო თანხის გამოყენება, ვაქცინის შესახებ, ცნობიერების ასამაღლებლად, გადაწყვიტა.
წელს კი Budweiser სუპერთასზე გრანდიოზულად ბრუნდება. თიზერში მხოლოდ ცხენის ჩლიქებს ვხედავთ, რომელიც მდელოზე მირბის. სხვა ვიზუალს ან ინფორმაციას არ გვაწვდიან, რაც, ალბათ, არც იყო საჭირო, რადგან მთავარი ამბავი სწორედ ბრენდის სუპერთასზე დაბრუნებაა.
თუმცა, არ გეგონოთ, რომ ეს ჩვეულებრივი ცხენია, მას სხვა დატვირთვაც აქვს. ჯერ კიდევ 1933 წელს, ბრენდმა პირველ რეკლამაში, სწორედ Clydesdale ჯიშის ცხენები აჩვენა, რაც მას შემდეგ, ბრენდის დამახასიათებელი ნიშანიც გახდა.
ამერიკის ეროვნული საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი Super Bowl LVI 13 თებერვალს გაიმართება.













