in

„__weiser“ — მეგობრობის მხარდასაჭერად, ლუდის ბრენდმა სახელწოდებიდან Bud მოაშორა

ლუდსახარში კომპანიის სარეკლამო კამპანია მეგობრობის გადარჩენაზეა ფოკუსირებული, ვინაიდან ბევრი ზრდასრული მამაკაცი აღიარებს, რომ სულ უფრო ნაკლებ სიახლოვეს განიცდიან ძველ მეგობრებთან — უფრო ზუსტად, Buds-ებთან.

აღნიშნული გამოწვევის ხაზგასასმელად, Budweiser Canada-მ, მეგობრობაზე ორიენტირებული კამპანიის ფარგლებში, 147-წლიანი ისტორიის მქონე დასახელებიდან Bud ამოიღო. ცხადია, ეს დროებითია და მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიხილავთ ბრენდის უჩვეულოდ შეცვლილ სახელწოდებას სოციალურ ქსელებში, ბილბორდებსა და ბოთლის ეტიკეტებზე.

გარდა „__weiser“-ის დატოვებისა, „მეგობრობის რეცესიაზე“ მეტი ყურადღების მისაპყრობად, ბრენდმა ვიდეორგოლიც გადაიღო. ამ უკანასკნელში კანადელი მამაკაცები საუბრობენ, როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება მეგობრების გარეშე.

საქართველოს ბანკის ბრენდ მარკეტინგს მარიამ ცანავა უხელმძღვანელებს

შეუერთდით მოხალისეთა თემს ქართული ენის გაციფრულებაში! – მოხალისეები ენის STT პროგრამაზე მუშაობენ