10
Apr
2019

ნახვამდის, ფლეშ! – ლეგენდარული დუეინ ვეიდი კალათბურთს ემშვიდობება

10 Apr 2019

Elit Electronics
Elit Electronics


დუეინ ვეიდი, იგივე „ფლეში“, რომელიც სისწრაფის გამო შეარქვეს – ლეგენდარული კალათბურთელი NBA-ს ლიგას ემშვიდობება, რაც ამაღელვებელია როგორც მისი თანაგუნდელებისა და მეგობრების, ისე მეტოქეებისთვისაც. ლუდსახარშმა კომპანია „ბუდვაიზერმა“, რომელსაც სჩვევია მსგავსი კამპანიები, გადაწყვიტა, კალათბურთელის მიმართ პატივისცემა და დაფასება გამოეხატა. 

4 წუთიან ვიდეოში, რომელზეც სააგენტო VaynerMedia-მ იმუშავა, ვეიდს 5 ადამიანი სტუმრობს. ზოგს ის ძალიან კარგად, ზოგასაც კი – საერთოდ არ იცნობს. უმეტესობა მათგანს, სპორტსმენებივით, არ აქვთ ვეიდთან მაისურის გაცვლის შესაძლებლობა, თუმცა მათ ვეიდისთვის ტანსაცმელი მოაქვთ, რომელსაც ღრმა ემოციური მნიშვნელობა აქვს. 

 

„ჩვენთვის პატივია, რომ შეგვიძლია, მოვყვეთ ისტორიებს, რომელიც სპორტის ლეგენდებს მათ გულშემატკივრებთან დააკავშირებს. გვინდოდა, გვეჩვენებინა ის ზეგავლენა, რომელიც დუეინ ვეიდს არამხოლოდ საკალათბურთო დარბაზში აქვს“, – მონიკა რასჯი, „ბუდვაიზერის“ მარკეტინგის ვიცეპრეზიდენტი.
ბუდვაიზერს სჩვევია სპორტსმენებზე კამპანიების გაკეთება. 2017 წელს, დერეკ ჯიტერის სპორტიდან წასვლასაც მიუძღვნა კამპანია.
 
დუეინ ვეიდი მადლობას უხდის თანაგუნდელებს, გულშემატკივრებსა და „ბუდვაიზერს“: ჩემი კავშირი ადამიანებთან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კალათბურთი. მიუხედავად იმისა, რომ საკალთბურთო კარიერას ვასრულებ, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩემს გულშემატკივრებთან ურთიერთობის უფრო მეტი შესაძლებლობა მექნება“. 

 

CREDITS:

Client: Budweiser
Group Vice President, Core & Value: Ricardo Marques
Vice President, Marketing: Monica Rustgi
Senior Brand Director: Madison Pietrowski
Director, Budweiser Sports: Matt Davis
Director, Marketing Communications: Jenna Knoll
Brand Manager: Hayley Kahn

Agency: VaynerMedia, New York
Chief Creative Officer: Steve Babcock
Group Creative Director: Adam Lock
Creative Director: Todd Bradley
Associate Creative Director: Harrison Barron
Art Director: Rafael Sosa
EVP: Nick Miaritis
VP, Group Account Director: Joe Leotta
Account Director: Alex Slavin
Account Executive: Donald Spampinato
Project Manager: Katherine Penland
Agency Executive Producer: Cassandra Reuter
Agency Producer: Chloe Heller

Production: VaynerProducitons
Chief Production Officer: Aaron Kovan
Director: Ritesh Gupta
Director of Photography: Jeff Kim
Executive Producer: Matt Hollis

Editorial: Cutters Studios, New York
Editor: Steve Bell
Assistant Editor: Austin Rauterkus
Executive Producer: Elizabeth Krajewski
Senior Producer: Stephanie Rose

Audio: Cutters Studios, New York
Hunter Berk

Color: The Mill
Colorist: Fergus MCcall

Music: JSM Music

 

განხილვა