Budweiser ფეხბურთის გულშემატკივრებს ენერგიით ავსებს და ვარსკვლავურ სიუჟეტსაც სთავაზობს, სადაც ლიონელ მესი, ნეიმარი და რაჰიმ სტერლინგი Fifa World Cup-ს პოპულარიზაციას უწევენ — ფანების ჯგუფი ფეხბურთის ლეგენდებს გვირაბში მიუძღვება და ისინი მოედანზე გაჰყავს. აღფრთოვანებული გულშემატკივრები ცეკვავენ, ლუდის ბოთლებითა და სხვადასხვა ქვეყნის დროშით ენერგიულად მიაბიჯებენ.
„როგორც Fifa World Cup-ის სპონსორი 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე, ჩვენ გვსურდა ფეხბურთის გულშემატკივრების ინფექციური გლობალური ენერგიის ხელში ჩაგდება, რათა ადამიანებმა იპოვონ რწმენა და ისწრაფონ სიდიადისკენ, არ აქვს მნიშვნელობა, რა გზას გადიან ისინი აქამდე“, — ამბობს ტოდ ალენი, Budweiser-ის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბრბოში ცისარტყელას დროშასაც დაინახავთ, რაც ბრენდის პოზიციას გამოხატავს. ვიდეოს შინაარსს კი Tears for Fears-ის სიმღერა: Everybody Wants to Rule World აძლიერებს.
„სიდიადეების მიღწევის სახელით გამოწვევების გადალახვა, როგორც ეს ბევრჯერ გვაჩვენეს მესიმ, ნეიმარმა და სტერლინგმა, შთაგონებაა ჩვენთვის და გულშემატკივრებისთვის მთელი მსოფლიოს გარშემო. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ახალი კამპანია შეახსენებს ფანებს — არ აქვს მნიშვნელობა, რა გზაზე დგანან, „სამყარო მათია““, — განმარტავს ალენი.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის, გულშემატკივრებს ტურნირის ბილეთების მოგების შანსიც აქვთ იმ QR კოდების დასკანერებით, რომლებიც შეზღუდული გამოშვების Budweiser-ის ბოთლებსა თუ ქილებზეა დატანილი.