in

რაოოო? „ბუდვაიზერი“ უფასო ლუდს სთავაზობს მათ, ვინც ვაქცინას გაიკეთებსო!

განცხადების გასავრცელებლად, კომპანიამ Super Bowl-ისთვის გადაღებული რეკლამა გამოიყენა, რომლის კადრებსაც Queen-ის „ნუ გამაჩერებ ახლა!“ (Don’t Stop me now) ადევს.

რეკლამა ზეიმობს ბარების ხელახლა გახსნას და ხალხს ახსენებს, რომ მათ საყვარელ ადგილებში დაბრუნებისთვის უსაფრთხოება, უფრო ზუსტად, ვაქცინირება ერთადერთი გამოსავალია!

16 მაისამდე, ადამიანებს, 21 წლიდან, შეუძლიათ, პლატფორმაზე – ABeerOnBud.com დარეგისტრირება და დამტკიცება, რომ ნამდვილად ვაქცინირებულები არიან.

ასევე, ნებადართულია „მე ვაქცინა გავიკეთე“ სტიკერის ფოტოს, ან ვაქცინაციის დროს გადაღებული სელფის ჩვენებაც.

Spotify-ს მფლობელს ლონდონის „არსენალის“ შეძენა სურს

კოკა ნიკოლაძის მუსიკალური ნაწარმოების ბოლო აკორდი Ebay-ზე უკვე 3000$-ად იყიდება