in

Budweiser-ის რეკლამის ნახვით აფრიკელებს სინათლეს მიაწვდით

BOG
BOG

Budweiser ამჯერად Good-Loop-სა და SolarAid-თან გაერთიანდა, რათა მზის ენერგიით მიღებული სინათლე აფრიკის განვითარებად საზოგადოებებს მიაწოდოს. SolarAid-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ კინის თქმით კი, კონტინენტზე 578 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს…

სიუჟეტი, რომელშიც Budweiser-ის ურმით გადაადგილებისას დალმატინელი ნიავით ტკბება, Good-Loop-ის ეთიკურ სარეკლამო ტექნოლოგიასაც გამოიყენებს, რათა ყოველი ნახვა აღრიცხოს და შემდგომში იგი მზის ენერგიის შემოწირულებად გადააქციოს.

რეკლამის ნახვა კი ივნისის ბოლომდე იქნება შესაძლებელი და მოსალოდნელია, რომ იგი სარგებელს 33 200 ადამიანს მოუტანს. მსგავსად, ამ პერიოდში 1,2 მილიონ დოლარსაც დაზოგავენ…

ხოლო ჯორჯია დოუმ, Budweiser-ის უფროსმა ბრენდ მენეჯერმა განაცხადა, რომ კომპანია ლუდს მზის ენერგიით გამომუშავებული ელექტროენერგიით უკვე ამზადებდა, ახლა კი წინ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა სურდა — მზის ენერგიით მიღებული სინათლე მიეწოდებინა მათთვის, ვისაც ეს სჭირდებოდა.

აი, როგორ უნდა იხელმძღვანელოთ მუდმივი ცვლილებების ეპოქაში

როგორ იყენებენ ქართული კომპანიები Spotify-ს კომუნიკაციისთვის?