in

Budweiser „სუპერ თასის“ რეკლამაში ძველ ტრადიციებს უბრუნდება

BOG
BOG

Budweiser Clydesdale-ის ცხენების რემა ათწლეულების განმავლობაში ბრენდის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა „სუპერ თასის“ ფარგლებში. წელს დიდებული ცხოველების 46-ე გამოჩენასთან დაკავშირებით, ბრენდმა თემატური ვიდეორგოლი გადაიღო.

სახელწოდებით „Old-School Delivery“, სიუჟეტი თოვლიან, მთიან ქალაქში ვითარდება. მთავარი ამბავი ბარში ხდება, სადაც რადიოთი ატყობინებენ, რომ გზები დაკეტილია და ლუდის მიწოდების სერვისს პრობლემები შეექმნა. თუმცა მძღოლი გამოსავალ „ძველი სკოლის მეთოდში“ იპოვის — ლუდით დატვირთულ კასრებს ცხენების დახმარებით წაიღებს. სიმბოლურად, ეს ბრენდის ხანგრძლივ ისტორიაზე მიანიშნებს, როგორც სხვადასხვა დროის მუდმივ მხარდამჭერზე…

„უკვე ათწლეულებია, Budweiser სუპერ თასის სინონიმად იქცა. ვიცოდით, რომ ამ მუდმივი ერთგულების სადემონსტრაციოდ, საუკეთესო გზა უძველესი მეთოდების გახსენებასა და კარგად ნაცნობი სახეების გამოყენებაზე გადიოდა“, — აღნიშნავს კრისტინა პუნვანი, Budweiser USA-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

საგულისხმოა, რომ ვიდეორგოლის რეჟისორი ოსკარზე ნომინირებული და ემის ჯილდოს მფლობელი ჰენრი-ალექს რუბინია.

Heinz-მა „ემოციური მხარდაჭერის ბოთლი“ გამოუშვა

დომუსი ნეა – ახალი, მრავალფუნქციური კომპლექსი