in

Budweiser-ის ლიმიტირებული გამოშვება, როგორც პოპ-არტის ნაწილი

ამერიკული ბრენდი Budweiser მეტისმეტად ბრიტანულ სახეს იღებს — ლიმიტირებული გამოშვების ახალ ქილაზე პიტერ ბლეიკის ნამუშევრებია დატანილი. ამ უკანასკნელმა კი ბიტლზისთვის 1967 წელს Pepper’s Lonely Hearts Club Band ალბომის გარეკანზე იმუშავა.

BOG
BOG

„მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ლუდის უკვდავსაყოფად პოპკულტურის საყვარელი არტისტი იქცა ჩვენს შთაგონებად“, — ამბობს კრეატიულ სააგენტო JKR-ის აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი, შონ თომასი. ასე მიიღეს ქილები, რომლებზეც ბლეიკის საკულტო მოტივებია დატანილი — ფერადი, მაგრამ მარტივი ვარსკვლავები და გულები, რომლებიც ბუდვაიზერის ლოგოს ერწყმის.

რა თქმა უნდა, ამგვარი ესთეტიკურობა დიდი სიახლეა Budweiser-ისთვის, რომელიც იშვიათად „ღალატობს“ ტრადიციულ წითელსა და თეთრს.

Defender 130 უკვე საქართველოშია!

რატომ შეკერა ყვავილები ქსოვილისგან ბრიტანელმა არტისტმა