აქ რამდენიმე ფაქტი უნდა გაგაცნოთ — როგორც აღმოჩნდა, Spotify-ზე 500-ზე მეტი სიმღერაა ისეთი, რომელთა ტექსტიც Budweiser-ს შეიცავს და მარკეტერებსაც მოუწევთ იმის აღიარება, რომ მუსიკის მოსმენისას გამოყენებული სარეკლამო ჭრები უმეტესად იგნორირებულია. ეს არც ბრენდს დაუტოვებია უყურადღებოდ — სიმღერები, რომლებიც Bud-ს შეიცავდა, სტრიმინგ პლატფორმაზე რეკლამებად გადააქცია და UninterruptAds უწოდა.
მაგალითისთვის სიმღერა My Luv რეკლამის სახით გავა ფლეილისტში ისე, რომ იქ არსებულ ჟანრსაც ესადაგებოდეს. ვერაფრით მიხვდებით თუ რეკლამაა, გარდა იმისა რომ, ბრენდირებული ვიზუალი აქვს Budweiser-ის ლოგოთი და თეთრ ფონზე დაწერილი წითელი წარწერებით. ბრენდის მიზანი მუსიკების მოსმენის სასიამოვნო გამოცდილების შენარჩუნება იყო და არა, რეკლამით უეცრად შეწყვეტა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ Spotify-ის 500 მილიონი გლობალური მომხმარებლის დაახლოებით 60% პლატფორმის რეკლამებიან ვერსიას იყენებს, ეს საკმაოდ კარგი მარკეტინგული გათვლაც არის.
ამგვარად, Budweiser-მა მიაგნო გზას, რომელიც არც მსმენელს აღიზიანებს და, ამასთან, ბრენდის ცნობადობის სარეკლამო მიზანსაც ემსახურება.