როგორია ტიპური ამერიკელი? მამაცი, ხმაურიანი, კონკურენციის მოყვარული, მეამბოხე… “ისინი ტიპურ ამერიკელებს გვეძახიან. შესაძლოა იმიტომ, რომ ჩვენ ტიპური ამერიკელის ცხოვრებით ვცხოვრობთ” – ამ გზავნილით, Budweiser-მა ამერიკელებს, სუპერთასის კამპანიის ფარგლებში, ვიდეორგოლი მიუძღვნა. ვიდეორგოლი ამერიკულ სულსა და ხასიათს წარმოაჩენს. ვიდეორგოლი ოსკაროსანმა კინემატოგრაფმა ქეთრინ ბიგელოუმ შექმნა. ვიდეორგოლი სუპერთასთან დაკავშირებით გამოვიდა. სუპერთასი სარეკლამო ინდუსტრიისთვის წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, სადაც განთავსება ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, წელს, სუპერთასზე 30-წამიანი რეკლამის გაშვება $5.6 მლნ ღირდა.
როგორია ტიპური ამერიკელი? – Budweiser-ის რეკლამა სუპერთასისთვის
